ესკერხან მადიევმა ტოკიო 2020-ზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო
ესკერხან მადიევმა ტოკიო 2020-ზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო
24.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

წარმატებით დაიწყო ასპარეზობა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 63- 69კგ-ში მოასპარეზე მოკრივემ, ესკერხან მადიევმა. სასტარტო შეხვედრაში, ჩვენიანი, აზერბაიჯანელ ლორენცო სოტომაიორის  შეხვდა.


რიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორთან დაპირისპირება ქართველი მოკრივის უპირატესობით წარიმათა და ესკერხანმა პირველი და მეორე რაუნდების მოგებაც მოახერხა. აი, მესამე რაუნდი კი, მსაჯის გადაწყვეტიელებით შეყწდა და გამარჯვება მადიევს ხვდა წილად.


შესაბამისად, მადიევი 1/16 ფინალში აგრძელებს ასპარეზობას, სადაც მისი მეტოქე, უგანდელი მოკრივე შადირი ბვოგი იქნება. შეხვედრა,  ტოკიოს 2020-ის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ბადეს მიხედვით, 27 ივლისის საღამოს გაიმართება.  


ჩეჩნეთში დაბადებული და 3 წლის ასაკიდან, თურქეთში გაზრდილი მოკრივე, საქართველოში, 2011 წელს ჩამოვიდა და კრივითაც, სერიოზულად, სწორედ თბილისში დაიწყო ვარჯიში. ოლიმპიური თამაშების ლიცენზია კი, მადიევა 2021 წლის ივნისს, საფრანგეთში, პარიზის ევროსაკვალიფიკაციო ტურნირზე მოიპოვა.

 

სპორტის სამინისტროს ფოტო