
ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დაასრულეს ასპარეზობა ქართველმა მოცურავეებმა. უფრო ზუსტად, ოლიმპიურ თამაშებზე, კორონა ვირუსის გამო, გამგზავრება ვერ მოახერხა ქალთა შორის 100 მეტრზე თავისუფალი სტილით მოცურავემ, მარიამ იმნაძემ. სპორტსმენს, ქართველი ოლიმპიელების ტოკიოში წასვლამდე, ბოლო ტესტის დროს კოვიდ-დადებითი პასუხი დაუდასტურდა.
ფინალურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა და შესაბამისად, ტოკიოს 2020-ის თამაშებს გამოეთიშა, ვაჟთა შორის 400 მეტრზე თავისუფალი სტილით მოცურავემ ირაკლი რევიშვილმა.
საერთო ჯამში, ცურვის სხვადასხვა დისციპლინაში, 878 წპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. გათამაშდება მედლების 35 კომპლექტი გათამაშდება. ქართველმა, დისტანცია 3:57.49 დაფარა და საერთო ჯამში 36 მონაწილეს შორის 32-ე შედეგი აჩვენა.
აღნიშნულ დისტანციაზე, მსოფლიო რეკორდი 2009 წელს რომში, გამართულ პირველობაზე დამყარდა - 3:40.07. ამავე დისტანციაზე კი, ოლიმპიური რეკორდი 2012 წლის ლონდონის ოლუმპიურ თამასებზე დაფიქსირდა - 3:40.14.
მოცურავეთა საასპარეზო ადგილას, Tokyo Aquatics Centre-ში, დღევანდელ გაცურვებში, არც ერთ მოცურავეს რეკორდთან მიახლოებული დრო არ უჩვენებია. ფინალური გაცურვისთვის კი კვალიფიკაცია 8 სპორტსმენმა გაიარა.





ჩვენ








