
ხვალ, 25 ივლისს მორიგი ოლიმპიური დღე, თბილისის დროით დილის 04:00 საათიდან დაიწყება. სწორედ ამ დროს არის ჩანიშნული ყველაზე დიდი ოლუმპიური სტაჟის მქონე ქართველი სპორტსმენის ნინო სალუქავძის სტარტიც პირველ სახეობაში. სპორტული პისტოლეტით სროლაში და უკვე მომდევნო დღეებში, პნევმატური პისტოლეტით სროლაში, Asaka Shooting Range-ის არენაზე 360 სპორტსმენი მედლების 15 კომპლექტს გაითამაშებს.
დილის 6 საათიდან განახლდება ძიუდოისტების ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მორიგი საასრაპეზო დღე. ძიუდოისტთა ტურნირის მეორე დღეს ორი ქართველი: -66კგ წონით კატეგორიაში, D ჯგუფის მეორე წრიდან ჩაერთვება ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც რუსი იაკუბ შამილოვისა და გერმანელი სებასტიან შეიდლის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ამავე დღეს, ქალთა შორის, -52კგ წონით კატეგორიაში ტეტიანა ლევიცკა-შკუვნი ასპარეზობას პირველი წრიდან დაიწყებს და ჰაიტელ საბიანა ანესტორს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი, ჩვენიანი, დოჰას 2021 წლის გამარჯვებულსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ფრანგ ამანდინ ბიუშარს შეხვდება.
იაპონურ ფოცარნაგზე, 25 ივლისიდან დაიწყებენ ასპარეზობას ქართველი ძალოსნოები. ჩვენებურებიდან, პირველი გოგა ჩხეიძე (67კგ) დაიწყებს ასპარეზობას. შემდეგ კი, შოთა მიშველიძის ( 61კგ). თბილისის დროით, ჩხაიძე, B ჯგუფში, 06:50 საათიდან შეუდგება საქმეს. მიშველაძე კი, A ჯგუფში, 10:50 წუთიდან გამოვა საასპარეზოდ.
საერთო ჯამში, 25 ივლისს, სტარტს, ჩვენი დელეგაციიდან მორიგი 5 სპორტსმენი აიღებს. იმედია, რომ დღევანდელი დღისგან განსხვავებით, 25 ივლისი, უფრო ნაყოფიერი იქნება.
ტოკიო 2020-ზე კი, დღევანდელი დღის შემდეგ, თამაშებში 206 მონაწილეს (195 ქვეყანა+9 სუბიექტი) შორის, 28 ქვეყანამ სპორტის 7 სახეობაში გათამაშების მედლების 11 კომპექტიდან თითო-ს მოგება მაინც მოახდერხა. თუმცა, ჯერჯერობით, საერთო გუნდურ ჩათვლაში, ჩინეთი ლიდერობს, რომელსაც 3 ოქროს ყალიბის მედალი აქვს უკვე მოგებული. საინტერესოა, რომ ამ ეტაპზე, 1972 წლის შემდეგ, პირველად ოლიმპიური თამაშების პირველი დღის შემდეგ, მედლების გარეშე არის დარჩენილი ა.შ.შ.
ფოტო: @Tokyo2020





ჩვენ








