
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ოლიმიელმა, ცხრა ოლიმპიური თამაშების მონაწილემ ნინო სალუქავძემ, დღეს, 10-მეტრიან დისტანციაზე პისტოლეტით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპზევე დაასრულა ასპარეზობა. 53 წლის ქართველმა სპორტსმენმა, 53 სპორტსმენს შორის, მხოლოდ 31-ე შედეგი დააფიქსირა და ამ დისციოლინაში, ასპარეზობა ვადაზე ადრე დაასრულა.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ამჯერდა, ჯამში 567 ქულა მოაგროვა. საკვალიფიკაციო ეტაპზე სპორტსმენებს 6 სერია ჰქონდათ 10-10 გასროლით, სადაც ნინოს 93, 92, 99, 95, 95, 93 მიერ დაფიქსირებული შედეგი, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ფინალურ ეტაპზე კი, საუკეთესო 8 სპორტსმენი გავიდა. მათ შორის ჩინელი მსროლელი რანქსინ იანგი, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპების მსოფლიო რეკორდი (587 ქულა) გაიმეორა, რომელიც თავის მხრივ ბერძენ ანნა კორაკაკის ეკუთვნოდა. თუმცა, ბერძებნა, ამ ჯერზე კვალიფიკაციის დროს, საკუთარი შედეგი ვერ გაიმეროა.
უშუალოდ მედლებისთვის ბრძოლაში კი, ვიტალინა ბაცარაშკინამ (როკ), რომელიც კვალიფიკაციაზე მესამე შედეგი აჩევნა, ამჯერად საუკეთესო იყო. რუსმა, 240.3 ქულა დააგროვა და ცოტა დააკლდა სერბი ზორანა არუნოვიჩის მსოფლიო რეკორდამდე, რომელიც სერბმა 2017 წლის 11 მარტს დაამყარა.
რაც შეეხევა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ მედროშეს, ნინო სალუქვაძე 30 ივლისს 25-მეტრიდან პისტოლეტით სროლაში კვლავ შეეცდება ოლიმპიური მედლისთვის იბრძოლოს.
სპორტის სამინისტროს ფოტო





ჩვენ








