ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირს გამეოთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირს გამეოთიშა
03.01.2018
ავტორი:

ქართველი სპორტსმენის პირველი გამარჯვებას 2018 წელს, მეორე რაუნდში მარცხი მოჰყვა. ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის მერვედფინალში ბორნა ჩორიჩთან 2 სეტში 6:1, 6:3 დამარცხდა.

შეგახსენებთ, ბასილაშვილმა, 2018 წლის სეზონის პირველ მატჩი 1 იანვარს, 28 წლის იტალიელი, თომას ფაბიანოს წინააღმდეგ გამართა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა, 2 სეტში 6-4, 6-3 ადვილად მოახერხა რეიტინგში 73-ე ადგილზე მყოფი იტალიელის დამარცხება და მომდევნო რაუნდში,  ბორნა ჩორიჩისა და პაბლო კარენო-ბუსტას შორის წყვილში გამარჯვებულ ელოდებოდა.

ჩორიჩთან მარცხის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი, საკუთარი ძალების დამტკიცებას, ახლა მომდევნო ტურნირებზე შეეცდება. ქართველი ჩოგბურთელის უახლოესი სტარტი, უკვე 7 იანვარს არის. ნიკოლოზ ბასილაშვილი, ამჯერად, სიდნეის პირველობაზე დაიწყებს ასპარეზობას.