
დღეს დაიწყეს ასპარეზობა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძალოსნებმა.
67კგ წონით კატეგორიაში, B ჯგუფში ასპარეზობდა გოგა ჩხაიძე, რომელმაც ატაცში 133, ხოლო აკვრაში 169 კილოგრამი ასწია და ორჭიდის ჯამში, 302 კგ-თი ჯგუფის ლიდერი გახდა. ამ შედეგით ჩხაიძემ, ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა, თუმცა, საბოლოო შედეგბისთვის ქართველის A ჯგუფის ასპარეზობის დასრულებამდე მოუხდა ლოდინი.
საბოლოოდ, ამ წონით კატეგორიაში, ტოკიოს 2020-ის გამარჯვებული 322 ქულით ლიონ ჩინი გახდა, რომელმაც დღეს, ახალი ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა. ქართველმა კი, საბოლოოდ, მე-8 ადგილი დაიკავა და ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობით, საკმაოდ კარგი და საჭირო გამოცდილება მიიღო. საინტერესო მთელს ამ ამბავშვი ისაა, რომ A ჯგუფში, 11-დან ორმა სპორტსმენმა ვერ დაასრულა ასაპარეზობა, ერთმა კი, ორჭდში 301 ქულა დააგროვა. შესაბამისად, გოგამ, თავის მონაგარით, 302 ქულით, საერთო შედეგებით, B ჯგუფიდან მე-8 ადგილზე გასვლა მოახერხა.
***

მე-7 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა, 61კგ-ში წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ, რომელმაც როგოცრ ატაცში, ასევე აკვრაში, მხოლოდ პირველი ცდის გამოყენება მოახერხა, ქართველმა, ატაცში 130 კგ, ხოლო აკვრაში, 155 კგ დააფიქსირა და საბოლოო ჯამური 285 კგ-ით, წონითი კატეგორიის გამარჯვებულს, ფაბინ ლის (313) 28 კილოგრამით ჩამორჩა.
სხვათა შორის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიდერი, საკუთარი მსოფლიო რეკორდის (318 კგ ორჭიდში) გაუმჯობესებასაც შეეცადა და მესამე გამოიყენებულ ცდაზე, უკვე ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსით 178 კგ შეუკვეთა, თუმცა, ამჯერად რეკორდის დამყარება ვერ მოახერხა და ეს საქმე, სამომავლოდ გადადო.
სპორტის სამინისტროს ფოტოები





ჩვენ








