
ქართველმა ოლიმპიელებმა, ტოკიო 2020-ზე მედლების ყულაბა გახსნეს. პირველი ოლიმპიური მედალი -66კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა. გორელი სპორტსმენი, რომელიც ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, პირველივე ბრძოლაში, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელს, იაკუბ შამილოვს შეხვდა და მეტოქე, ბოლო წამებზე ვაზარით დაამარცხა.

უკვე მომდევნო შეხვედრაში, ვაჟამ 1/4 ფინალში ისრაელის წარმომადგენელ ბარუჩ შმაილოვი, ამჯერად, ორი ვაზარით დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა. აქ, მარგველაშვილი, კორეელ ბაულ ანის შეხვდა, სადაც მონღოლი მსაჯის მცდელობის მიუხედავად, „გოლდენს სქორში" (დამატებით დროში) იპონით დაამარცხა.
საკმაოდ დაძაბულ და თანაბარ ფინალში ქართველი,იაპონელ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალს დაეუფლა.

სხვათა შორის, ამ ფინალამდე სულ რაღაც 40 წუთით ადრე, ამავე დარბაზში, ტოკიო 2020-ის გამარჯვებული, ქალთა შორის, -52კგ -ში ჰიფუმის და, უტა აბე გახდა. იაპონელმა ფინალში, ფრანგი მანდინ ბიუშარი დაამარცხა. სწორედ, ფრანგს შეხვდა მეორე შეხვედრაში, ჩვენი ტეტიანა-ლევიცკა შუკვანი, რომელმაც ოლიმპიური სასტარტო შეხვედრა გამარჯვებით დაიწყო და იპონით, ჰაიტელი საბიანა ანესტორი დაამარცხა. აი მომდევნო ორთაბრძოლაში, კი ბუშართან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

სპორტის სამინისტროს ფოტოები
ფოტო: @IJF





ჩვენ








