
ნიკოლოზ ბასილაშვილი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების 1/16 ფინალშია. ტოკიოში, „არიაკე ტენის პარკში" ქართველისა და იტალიელი ლორენცო სანეგოს დაპირისპირებამ 2 საათსა და 42 წუთს გასტანა. საკმაოდ დრამატულ ორთაბრძოლაში, ბასილაშვილმა, პირველ და მესამე სეტებში, მისთვის უხერხული მომენტებისთვის გამკლავება შესძლო და საბოლოოდ სამ სეტში 6-4, 3-6, 6-4 გაიმარჯვა.
შეხვედრის სრულის სტატისტიკა
ოლიმპიურ თამაშებზე, სონეგო, რომელიც მსოფლიოს რეიტინგის 26 ნომერია, ტოკიოში 13 ნომრად გახლდათ განთესილი. შესაბამისად, ბასილაშვილმა გზიდან საკმაოდ ძლიერი მეტოქე ჩამოიშორა. თავად კი, ტოკიოში ასპარეზობას აგრძელებს.
ტოკიოს 2020-ზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ალექსანდრე ზვერევია. გერმანიის სახელით მოასპარეზე რუსმა ჩოგბურთელმა დღეს, მარტივად 2 სეტში, (6-2, 6-2), ერთ საათსა და 10 წუთში, კოლუმბიელი დენიელ გალანი დაამარცხა.
სპორტის სამინისტროს ფოტო





ჩვენ








