
ეთერ ლიპარტელიანი ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიის წერას აგრძელებს. 21 წლის ქართველი, ტოკიო 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლისთვის, სადაც ის რეპეშაჟიდან გავიდა, მსოფლიოს მესამე ნომერ, იაპონელ იოშდას შეხვდა და საკმაოდ დაძაბული ბრძოლის დასრულებამდე 44 წამით ადრე, იპონით დამარცხდა.
-57კგ-ში მოასპარეზე ქართველმა ქალმა, პირველ წრეში ნაკლებადცნობილ ანგოლელი ძიუდოისტი სუფთა გამარჯვებით, შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წამში დაამარცხა. მეორე წრეში ლიპარტელიანი, გერმანელ ტერეზა შტოლს შეხვდა და რეიტინგის მეშვიდე ნომერს ულამაზესი გდებით, სუფთა გამარჯვებით მოიუგო.
დაძაბული და ემოციური გამოდგა, 1/4 ფინალი ქართველისთვის, სადაც ეთერი, საკმაოდ ძლიერ ფრანგ სისიკეს შეხვდა, სამწუხაროდ დამარცხდა და რეპეშაჟიში გადავიდა. რეპეშაჟში, ჩვენიანი, პოლონელ იულია კოვალჩუკს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. ეთომ, ამ გამარჯვებით ხასიათი კი, ოდნავ გამოისწორა, მაგრამ ოლიმპიური მედალი მომავალი თამაშებისთვის გადადო.





ჩვენ








