ამჯერად ვერცხლი და მესამე ოლიმპიური სინჯის!
ამჯერად ვერცხლი და მესამე ოლიმპიური სინჯის!
26.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ამჯერად, ოქრო არა, თუმცა ვერცხლის და ზედიზედ, მესამე ოლიმპიური მედალი ლაშა შავდათუაშვილის სათვალავშია. ტოკიოს 2020 წლის თამაშებზე, -73კგ წონით კატეგორიის ფინალში, 10 წუთის შემდეგ, „გოლდენ სქორში", თამაშების მასპინძელ, იაპონელ შოჰეი ონოსთან დამარცხდა.


მიუხედავად ამისა, ლაშა შავდათუაშვილი ქართული ძიუდოს ისტორიაში, პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც სამ ოლიმპიადაზე ზედიზედ სამი მედლის, ოქროს (2012), ბრინჯაოს (2016) და ვერცხლის (2020) მედლის მოპოვება შესძლო.


დღევანდელი, 26 ივლისის პირველი წრე, ლაშამ გამოტოვა და ბადეში, მეორე წრიდან დაიწყო ასპარეზობა სადაც ფრანგი შენი დაამარცხა. მომდევნო შეხვედრა ჯიბუტის წარმომადგენე ჰოუსეინთან გამართა და მოწინააღმდეგე მარტივად დაამარცხა. ½ ფინალში გადასასვლელად შავდათუაშვილი კანადელ მარგელიდონს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. რთული, დაძაბული და ხანგრძლივი გამოდგა 1/2 ფინალური შეხვედრა. ლაშა აქტიურობდა, კორეელი ჩანგრიმ ანი  კი, შანსს ელოდა. საბოლოოდ, ამ შეხვედრის ბედი, მესამე გაფრთხილებამ გადაწყვიტა, რომელიც კორეელს ერგო.


კორეელმა მოგვიანებით, ბრინჯაოს მედალი მოიგო. წონითი კატეგორიის გამარჯვებული და ტოკიო 2020-ის გამარჯვებული კი, იაპონელი შოჰეი ონო გახდა.

 



სპორტის სამინისტროს ფოტო