
ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს, კრივში, ორ წონით კატეგორიაში 1/8 ფინალისტების ვინაობა გაირკვა. ორივე წონაში ჩვენი წარმომადგენლები წარუმატებლად გამოვიდნენ.
დღეს, თავდაპირველად, რინგზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებიდან, სახილ ალახვერდოვი (52 კგ) გავიდა, სადაც ჩინელ იანუან ჰუს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, დამარცხდა 0-5. მოკრივეებმა სამივე რაუნდი სრულად ჩაატარეს. ხუთივე მსაჯის გადაწყვეტილებით, ჩინელი მოკრივე სამივე რაუნდის გამარჯვებული გახდა და 1/8 ფინალში გავიდა.
ანალოგიური ანგარიშით, 0-5 დამარცხდა გიორგი ხარაბაძე, უზბეკ ფანატ კახრამანოვთან. მოკრივეებმა რინგზე ორი რაუნდი იბრძოლეს.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ჩვენი მოკრივეთაგან, 1/8 ფინალში ასპარეზობას, მხოლოდ ესკერჰან მადიევი აგრძელებს. ჩვენებურის გამოსვლა, ხვალ, 27 ივლისს, დაახლოებით 14:00-დან დაიწყება.
სპორტის სამინისტროს ფოტო





ჩვენ








