ესკერხანი 1/4 ფინალშია

27.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი
ქართველი მოკრივე, ესკერხან მადიევი, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 1/4 ფინალშია. ჩვენი მოკრივე, მერვედფინალურ შეხვედრაში უგანდელი მოკრივე შადირი ბვოგის შეხვდა და სამრაუნდიანი ბრძოლა ქულებით 1-3 მოიგო.
ახლა, ესკერხანი, 63-69კგ წონითი კატეგორიის ¼ ფინალში, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის საკმაოდ გამოცდილ წარმომადგენელს, ანდრეი ზამკავოის შეხვდება, რომელსაც 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული. 1/4 ფინალში გადასასვლელი ბრძოლა კი, რუსმა, მსაჯების გადაწყვეტილებით 4-1 მოიგო.
კრივში, აღნიშნულ წონაში, 1/4 ფინალი, 30 ივლისს გაიმართება.
ასევე იხილეთ: ესკერხან მადიევმა ტოკიო 2020-ზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო
სპორტის სამინისტროს ფოტო





ჩვენ








