
ზუსტად ერთ თვეში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მორიგ მატჩს გამართავს კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ. მატჩი, 2 სექტემბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება. ამის შემდეგ კი, ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთში გაემგზავრება, სადაც 5 სექტემბერს, ესპანეთის ნაკრებს მიმდინარე ციკლში, მეორედ დაუპირისპირდება.
დღეს, ცნობილი ხდება, ამავე სანაკრებო ფანჯრის დროს, ჩვენი ნაკრები კიდევ ერთ, მხოლოდ, ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
„ჩვენთვის ყველა სანაკრებო პაუზის გამოყენება მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ეროვნულმა ნაკრებმა რაც შეიძლება მეტი შეხვედრა ჩაატაროს და მწვრთნელმა ბევრ მოთამაშეს მისცეს თამაშის შანსი. მოგეხსენებათ, რომ ბულგარეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრამდე ჩვენი გუნდი ორ ოფიციალურ მატჩს გამართავს. ამხანაგურ თამაშს კი, მთავარი მწვრთნელი იმ ფეხბურთელების სანახავად გამოიყენებს რომლებსაც ოფიციალურ მატჩებში ნაკლები დრო მიეცემათ", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
ფედერაციის სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, ვილი სანიოლის გუნდი, ესპანეთიდან ბულგარეთში გადაფრინდება და 8 სექტემბერს, სოფიაში, ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თბილისის დროით 20:30 ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
სოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
2 სექტემბერი | 20:00
საქართველო - კოსოვო
5 სექტემბერი | 22:45
ესპანეთი - საქართველო
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
8 სექტემბერი | 20:30
ბულგარეთი - საქართველო





ჩვენ








