ქალთა საფეხბურთო თასის 1/4 ფინალი 3 აგვისტოს გაიმართება
ქალთა საფეხბურთო თასის 1/4 ფინალი 3 აგვისტოს გაიმართება
27.07.2021
ავტორი: თ.ჯ.

დღეს ფეხბურთის ფედერაციაში, საქართველოს ქალთა თასის მომდევნო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ასპარეზობაში, რომელშიც ქალთა ლიგის და ქალთა ლიგა 2-ის თექვსმეტმა წარმომადგენელმა აიღოს სტარტი, 1/8 ფინალში, ერთმატჩიანი დაპირისპირების შემდეგ, ქალთა ლიგის 6 და ქალთა ლიგა 2-ის ორი წარმომადგენელი დარჩა.


დღევანდელი წილისყრის შემდეგ, კი უკვე ნათელია, რომ 1/2 ფინალში, ერთი გუნდი, ყველა ვარიანტში ქალთა ლიგა 2-დან იქნება. გათამაშების მომდევნო ეტაპზე, „დიდგორი" - „ფენიქსის" წყვილიდან, თასის ფინალისთვის ბრძოლას ქალთა ლიგა 2-ის ამ წარმომადგენელთაგან ერთიღა დარჩება.


3 აგვისტოს, სწორედ ამ დღეს გაიმართება, ქალთა თასის მეოთხედფინალური შეხვედრები, მომდევნო ეტაზე, შემდეგ წყვილებში გამარჯვებულები გავლენ:


„ნორჩი დინამო" - „ლანჩხუთი"

„გორი იუნაიტედი" - „კოლხეთი ხობი"

„ნიკე" - „კვარტალი"


საქართველოს ქალთა თასის ¼ ფინალის თამაშები, 18:00 საათზე დაიწყება და წყვილებში გამარჯვებულები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.