ოლიმპიური თამაშები ბასილაშვილის გარეშე გრძელდება
ოლიმპიური თამაშები ბასილაშვილის გარეშე გრძელდება
28.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ნომერმა პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, დღეს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა. ორი წარმატებილი მატჩის შემდეგ, ბასილაშვილი, გერმანიის სახელით მოთამაშე ალექსანდერ ზვერევს დაუპირისპირდა. გამარჯვების შემთხვევაში, „ბასილა", ასპარეზეობას 1/4 ფინალში მოიპოვებდა.


თუმცა, მატჩი, რომელიც 1 საათსა და 38 წუთს გაგრძელდა, ქართველის დამარცხებით დასრულდა, 4-6, 6(5)-7.  პირველი სეტის დასაწყისი, შეიძლება ითქვას თანაბარი იყო, თუმცა, ნიკამ მე-10 გეიმში დასთმო სიტუაცია და სეტი წააგო. მეორე სეტში კი გამარჯვებულის გამოსავლენად, ტაიპ-ბრეიკები გახდა საჭირო, სადაც უკეთესი ზვერევი იყო.


მატჩის სრული სტატისტიკა



სპორტის სამინისტროს ფოტო