
ქართული მედიის ერთი ნაწილის „პროგნოზი" გამართლდა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე კიდევ ერთი ჩვენიანის გამოსვლა, წარუმატებლად დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრისთვის, 97კგ-ში მოასპარეზე გიორგი მელიასათვის, სტარტზე უხერხული მეტოქე იყო, ალბათ, შეეძლო ქართული მედიის ნაწილს, სტარტამდე პესიმისტური სტატიების წერისაგან, რომლებიც ფსიქოლოგიურად აშკარად დაეტყობოდა სპორტსმენს, ცოტა თავი შეეკავებინათ. თუმცა, ქართულ მედიაში, იაფფასიანი ავტორიტეტის მოხვეჭა, როგორც ჩანს, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სპორსტმენის წინასასტარტო განწყობის შექნმა. ალბათ, დროთა მანძილზე, მედია ამასაც ისწავლის. მანამდე კი, გიორგი მელია 1/8 ფინალში, რუსეთის ოლიმპიური გუნდის ტიტულოვან წარმომადგენელთან, მუსა ელოევთან 1-3 დამარცხდა.
ახლა, იმ შემთხვევაში თუ ევლოევი, რომელიც წონის მთავარი ფავორიტი და რეიტინგის პირველი ნომერია, ფინალში გასვლას მოახერხებს, გიორგი მელია შეძლებს დამამშვიდებელ წრეში ასპარეზობის გაგრძელებას და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას. 97 კილოში რეპეშაჟის და ფინალური ბლოკის შეხვედრები 3 აგვისტოს ჩატარდება.
დღეს კი, ტოკიოში ოქროს მედლისთვის, 130 კგ წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაია იჭიდავებს. მან, ფინალში ასპარეზობის უფლება გუშინ მოიპოვა და ოქროს მედლისთვის შეხვედრაში მისი მეტოქე, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, კუბელი მიხაინ ლოპესი იქნება. აღნიშნულ წონით კატეგორიაში, შეხვედრები თბილისის დროით 14:30 საათიდან დაიწყება.
სპორტის სამინისტროს ფოტო





ჩვენ








