
საქართველოს ნაკრებმა, დღეს, ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, კიდევ ერთი მედალი მოიპოვა. ამჯერად, 130კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ავიდა ოლიმპიური თამაშების კვარცხლბეკზე. წყალტუბოელ სპორტსმენმა, ფინალში ასპარეზობის უფლება გუშინ, სამი დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ მიიღო. ფინალში კი, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონს, ლეგენდარულ კუბელ მიხაინ ლოპესს დაუწყვილდა და სამწუხაროდ, 0-5 წააგო. ამრიგად, საქართველოს ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე უკვე 6 მედალია - 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
ოლიმპიური თამაშების უკვე 4-გზის ჩემპიონმა (2008, 2012, 2016, 2020) კუბელმა მიხაინ ლოპესმა კი, ახალი რეკორდი და რეალობა დააფიქსირა, რამეთუ, პირველმა მოახერხა, ოთხი ოლიმპიადის მოგება.
საკმაოდ დატვირთულია, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციისთვის 3 აგვისტო. მოჭიდავეთაგან, მედლისთვის იბრძოლებენ რამაზ ზოიძე (67 კგ), ლაშა გობაძე (87 კგ) და გიორგი მელია (97 კგ), რომელმაც დღეს 1/8 ფინალურ ორთაბრძოლაში, რუსეთის ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელთან მუსა ევლოევთან დამარცხდა და იმის გამო რომ მუსა ფინალში გავიდა, მელაძეს ხვალ რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება.
ხვალვე ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე მძლეოსანთა შეჯიბრის ორ დისციპლინაში ჩაერთვება 3 ქართველი სპორტსმენი - სამხტომში ლაშა ღულელაური, ხოლო ბირთვის კვრაში გიორგი მუჯარიძე და ბენიკ აბრამიანი.
სპორტის სამინისტროს ფოტო





ჩვენ








