
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიაში გაემგზავრა, სადაც კონტინენტის უძლიერესი დივიზიონის ერთ-ერთ ჩელენჯერში მიიღებს მონაწილეობას. მოგეხსენებათ, კოვიდ-პანდემიის გამო ფიბა-მ ევროპის A და B დივიზიონებში ჩემპიონატების ჩატარება გააუქმა და მცირეგუნდიანი ჩელენჯერების ჩატარების რეკომენდაცია გასცა. საქართველოს დედაქალაქმა 20-25 ივლისს 20-წლამდელთა ერთ-ერთ ჩელენჯერს უმასპინძლა, ხოლო საქართველოს სხვა ასაკობრივ ნაკრებებს სხვა ქვეყნებში უწევთ ანალოგიურ ტურნირში მონაწილეობა.
ისევე როგორც 20-წლამდელებში, საქართველო 18-ებშიც ძლიერ დივიზიონშია. უძლიერესი 18 ნაკრები 3-ად გაიყო და ისრაელში, თურქეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში თამაშობენ ჩელენჯერებს. დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ჯგუფში მოხვდა ამ ქვეყნის, ესპანეთის, სერბეთის, გერმანიის და ხორვატიის ნაკრებებთან ერთად. ჩვენმა ნაკრებმა შეკრება თბილისსა და ხაშურში გაიარა, რის შემდეგაც გეზი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიესკენ აიღო და დღეიდან, 3 აგვისტოდან ჩელენჯერში ჩაებმება, რომლის ეგიდითაც 5 მატჩს გამართავს.
სკოპიეში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ დავით როგავას შევეხმიანეთ, რომელმაც ჩვენი გუნდისა და კარსმომდგარი ჩელენჯერის შესახებ შემდეგი კომენტარები გააკეთა:
|
საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი
3 აგვისტო, 17:00
საქართველო - ესპანეთი
4 აგვისტო, 23:00
ჩრდ. მაკედონია - საქართველო
5 აგვისტო, 20:00
საქართველო - სერბეთი
7 აგვიტო, 17:00
გერმანია - საქართველო
8 აგვისტო, 17:00
საქართველო - ხორვატია
*მითითებულია თბილისის დროები
ყველა მატჩის ხილვა შეგეძლებათ პირდაპირ ეთერში ჩრდ. მაკედონიის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ Youtube-არხზე: https://www.youtube.com/user/MAKBASKETTV/featured






ჩვენ









