
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, დღეს, საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ კიდევ ერთი მედლის მოპოვების შესაძლებლობა მიიღო. 4 აგვისტოს, ბრინჯაოს მედლისთვის, 67კგ წონით კატეგორიაში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძე იასპარეზებს. შეჯიბრის პირველ დღეს, ზოიძემ, 2 დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, 1/2 ფინალი, ირანელ მოჰამადრეზა გერაისთან 1-6 წააგო და ხვალ, ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში წარდგება. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მოჭიდავემ 1/8 ფინალში კუბელი ოლიმპიური ჩემპიონი ისმაელ ბორერო 3-2 დაამარცხა.
დღესვე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კიდევ ორი ქართველი გამოვიდა ხალიჩაზე. 97კგ წონით კატეგორიაში, გიორგი მელია, გუშინდელი მარცხის შემდეგ, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟიდან დაიწყო, თუმცა, პირველივე შეხვედრა დათმო უნგრელ ალექს სიოკესთან 1-5 და ოლიმპიადას გამარჯვების გარეშე დაემშვიდობა.

87 კგ წონით კატეგორიაში კი, ლაშა გობაძემ 1/8 ფინალური დაპირისპირება უზბეკ რუსტამ ასაკალოვთან დაძაბულ პაექრობაში 5-6 წააგო და მედლისთვის მომავალი ბრძოლა, მეტოქის წარმატებულ გამოსვლას დაუკავშირა. ასაკალოვის ფინალში გასვლის შემთხვევაში, ლაშას 4 აგვისტოს დამამშვიდებელ წრეში იჭიდავებდა და შესაბამისად, მედლისთვისაც იბრძოლებდა, თუმცა, უზბეკი მოჭიდავე 1/4 ფინალში თავად დამარცხდა და გობაძესაც, მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი აღარ მიეცა.

სპორტის სამინისტროს ფოტოები





ჩვენ








