
სტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე დღეს 3 ქართველი მძლეოსანი უნდა გამოსულიყო, თუმცა ბირთვის მკვრელ ბენიკ აბრამიანს შეჯიბრების წინ, ჩატარებული დოპინგ ტესტზე აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატის კვალი. დადგენილი წესის შესაბამისად, აბრამიანი მოიხსნა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან.
ასევე იხილეთ სტატია - ქართული დელეგაციის ერთი წევრი, დოპინგ-სკანდალში გაეხვა
სამხტომში იასპარეზა ლაშა ღულელაურმა, სამივე ცდა გააფუჭა და A ჯგუფში მონაწილე სპორტსმენებიდან, სამწუხაროდ, იმ 3 მძლეოსანს შორის მოხვდა, რომელთაც შედეგიანი ნახტომი ვერ დააფიქსირეს.
ბირთვის მკვრელმა გიორგი მუჯარიძემ A ჯგუფში 16 მონაწილეს შორის მე-15 ადგილი დაიკავა. მუჯარიძემ სამივე ცდა გამოიყენა. ბირთვი ჯერ 18.71 მეტრზე ჰკრა, შემდეგ 19.76, ბოლო ცდაზე კი 19.55 მეტრი აჩვენა და საუკეთესო 19.76 მეტრით, მხოლოდ მე-15 ადგილს დასჯერდა.
***
აქვე გეტყვით, ქართული სპორტის მოყვარულებისთვის საინტერესო, ხვალინდელი, 4 აგვისტოს განრიგს. ხვალ, ოლიმპიურ თამაშებზე წარდგება ორი ქართველი ათლეტი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძე (67 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+109 კგ) კი ტოკიოს ფიცარნაგზე მეორე ოლიმპიურ ოქროს მედალს შეუტევს.
სპორტის სამინისტროს ფოტო





ჩვენ








