
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პარასკევს, 12 იანვარს, „ზამთრის თასის" ტრადიციული ტურნირი გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ, 2017 წელს დაარსებულ ტურნირი, ჩემპიონატებს შორის შესვენების გამრავალფეროვნებასა და ფეხბურთის პოპულარიზაციას ემსახურება. „ზამთრის თასის" გათამაშება, რომელიც წლევანდელი წლიდან დავით პეტრიაშვილის სახელობის იქნება, გამარჯვებულებს, ტრადიციულად საკლუბო და სანაკრებო ტურნირებში გამოავლენს. ამას გარდა, წელს ფეხბურთის მოყვარულებისთვისა სხვა სიახლეც არის.
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით, „ზამთრის თასის" გათამაშების დღეებში, 14-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა გუნდებიც გამოავლენენ საუკეთესოს. 14-წლამდელთა ტურნირში, ქვეყნის 12 რეგიონული ნაკრები, თბილისის ელიტ-ლიგის სამი პრიზიორი - „დინამო თბილისი", „საბურთალო", „ლოკომოტივი", ასევე, სფფ-ს აკადემიის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

12 იანვარს, ოლიმპიური სასახლის დიდი დარბაზში, ტურნირი, „გ" ჯგუფის თამაშებით აიღებს სტარტს. პირველი, 10:00 „ლოკომოტივი"- „რაჭას" დაუპირისპირდება. ამ ჯგუფის ბოლო შეხვედრა 13:45 წუთზე დაიწყება. „ლოკომოტივი", ამჯერად, „სამეგრელოს" შეხვდება. ამის შემდეგ, „გ" ჯგუფში, 1 ადგილზე გასული გუნდი, „დ" ჯგუფის პირველადგილოსანს დაელოდება ½ ფინალში სათამაშოდ, რომელიც 12 იანვარსვე, 19:15 წუთიდან იგეგმება. ამ დრომდე კი ოლიმპიური სასახლის დიდ დარბაზში, „გ" ჯგუფის შემდეგ, თამაშებს, „დ" ჯგუფი გამართავს. ამ ჯგუფის სასტარტო მატჩში, „დინამო თბილისი" - სამხრეთ ოსეთის გუნდს შეხვდება.
ანალოგიური გრაფიკით ჩატარდება მატჩები 13 იანვარს. ამ დღეს, 14-წლამდელთა ტურნირის ფინალისტს „ა" და „ბ" ჯგუფის გუნდები გამოარკვევენ. 14-წლამდელთა ფინალი კი, 14 იანვარს, 16:45 წუთზე დაიწყება.
დილის 10 საათიდან დაიწყება თბილისის ოლიმპიური სასახლის მეორე დარბაზში „დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის" გათამაშების საკლუბო ტურნირის მატჩებიც. პირველი ერთმანეთის პირისპირ გორის „დილა" და ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული ბოლნისის „სიონი" წარსდგებიან. ისევე, როგორც 14-წლამდელთა ტურნირზე, „ზამთრის თაისის" გათამაშების საკლუბო ტურნირშიც, მონაწილე ეროვნული და ლიგა 2-ის 16 გუნდი, 4 ჯვექჯგუფად არის დაყოფილი. „ა" ჯგუფში, ქუთაისის „ტორპედო", „რუსთავი", „გაგრა" და „თელავი" მოხვდნენ. „ბ"ჯგუფში „დინამო თბილისი", ფოთის „კოლხეთი-1913", „ვიტ ჯორჯია" და „ნორჩი დინამო" არიან. „გ"ჯგუფში, გორის „დილასა" და ბოლნისის „სიონის" გარდა, „სამტრედია" და თბილისის „შევარდენი-1906" მოხვდნენ. ბოლო, „დ" ჯგუფში თბილისის ორი გუნდი „საბურთალო" და „ლოკომოტივი", ასევე, მარტვილის „მერანი" და „ცხინვალი" გადანაწილდნენ.
12 იანვარს, „გ" და „დ" ჯგუფები იასპარეზებენ. 13 იანვარს კი „ა" და „ბ" ჯგუფის გუნდები. შესაბამისად, ამავე დღეებში, ჯგუფური ასპარეზობის დასრულების შემდეგ, გაირკვევიან ½ ფინალისტები. ¼ ფინალებში, 12 იანვარს, 20:00 „გ"1 - „დ"2 შეხვდება, 20:45 კი, „გ"2 - „დ"1-ს ეთამაშება. ანალოგიურად გაირკვევა ნახევარფინალის წყვილები, 13 იანვარსაც. ფინალი, მანამდე კი ½ ფინალი, 14 იანვარს გაიმართება. 10:00 საკლუბო ტურნირების ნახევარფინალები დაიწყება, 16:00 გაიმართება მატჩი მესამე ადგილისთვის, ხოლო ფინალი 19:00 დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, „ზამთრის თასის" 2017 წლის გათამაშების ფინალში, ერთმანეთს „გაგრა" და „დინამო თბილისის" დაუპირისპირდნენ. საინტერესო შეხვედრა გაგრელთა გამარჯვებით 6:4 დასრულდა. გამარჯვების მომტანი გოლები პაპავამ (2), გაფრინდაშვილმა (2), ვეკუამ და ქურდაძემ გაიტანეს. დინამოელთა მხრიდან კი მეტოქის კარი ლობჟანიძემ (2), არაბულმა და თევზაძემ აიღეს.
„დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის" წლევანდელი გათამაშების ფინალურ დღეს, 14 იანვარს, გულშემატკივარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ქართული და უცხოელი საფეხბურთო ვარსკვლავების ხილვა შეეძლებათ. შარშანდელისგან განსხვავებით, საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა, ესპანეთისა ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებების და უეფას გუნდის გარდა, ტურნირს, იტალიელი ვეტერანებიც შეუერთდებიან.







ჩვენ








