ტაქტიკოსი მწვრთნელი + უპირობო შემსრულებელი = ჩემპიონი გუნდი!
ტაქტიკოსი მწვრთნელი + უპირობო შემსრულებელი = ჩემპიონი გუნდი!
04.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ლაშა ტალახაძის წარმატებაში არავის ეპარებოდა ეჭვი. შეიძლება ითქვას, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ის იყო, ერთადერთი ქართველი სპორტსმენი, რომლის არა მხოლოდ, ოქრო, არამედ, ახალი რეკორდებიც წინასწარ იყო დაგეგმილი.


სპორტის გულშემატკივარი არც შემცდარა. ქართველმა ამ დღეს, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, მას შემდეგ რაც ახალი წონითი კატეგორიებია, სამი ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მეორე ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ, ოქროს მედლის მფლობელი გახდა.


+109კგ-ში მოასპარეზე ქართველი ქართველი A ჯგუფში, ერთადერთი იყო, რომელიც ასპარეზობას მაშინ იწყებდა, როცა ჯგუფის დანარჩენი წევრები, ბოლო ცდას ასრულებდნენ. ამ შემთხვევაშიც აღსანიშნავია, ტალახაძეზე არანაკლებ სახელოვანი გიორგი ასანიძის ტაქტიკური ბრძოლა სამწვრთნელო ჭიდილში. ასანიძე უკვეთავდა წონას, რომელიც ტალახაძეს, გარანტირებულ პირველ ადგილს ანიჭებდა ატაცსა (208, 215 (ორ) 223 (ორ/მრ) და აკვრაში (245, 255 (ორ), 265(ორ/მს), შემდეგ, კი მწვრთნელის და შეგირდის ტანდემი ახალ რეკორდებზე მიდიოდა.


ტოკიოს 2020 ძალოსნობა, +109კგ  / სტატისტიკა


რა იყო ნიშნული და რისთვის უნდა ებრძოლა ლაშას დღეს და ვინ იყო, მისი კონკურენტი? ტოკიოს ფიცარნაგზე დღეს, ლაშა ტალახაძის ერთადერთი მეტოქე იყო წონა და ამ თამაშებამდე დამყარებული მისივე რეკორდები. საერთო ჩათვლაში, მსოფლიოს უძლიერესმა ქართველმა მსოფლიოს რეკორდი 3კგ-თი გააუმჯობესა და ორჭიდის ჯამში, 488 კგ დააფიქსირა.


ლაშა ტალახაძის ოქროს მედით, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრები, 206 მონაწილეს შორის, გუნდურ ჩათვლაში 23 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ამჯერად, მხოლოდ 34 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.



სპორტის სამინისტროს ფოტო