კიდევ ერთი გარანტირებული მედალი
კიდევ ერთი გარანტირებული მედალი
05.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ნაკრების ყულაბაში კიდევ ერთი მედალია, თუმცა, სინჯი, ხვალ, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 125კგ წონით კატეგორიაში გამართული ფინალის შემდეგ გაირკვევა, რომელშიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი,  ტოკიო 2020-ის აღმოჩენას აღნიშნულ წონით კატეგორიაში, ამერიკელ, 21 წლის გაბლე დენ სტივენსონს შეხვდება, რომელმაც გზად თურქი ტაჰა აგული (8-0), ყირგიზი აიალ ლაზარევი (10-0) და მონღოლი მუხტუეი (5-0) დაამარცხა და ფინალში ისევ გავიდა, რომ მასთან ქულა ვერავინ აიღო.




ახლა, ხვალ, ფინალში, 21 წლის უტიტულო, თუმცა, ძალიან სწრაფ და ფიზიკურად ძლიერ ამერიკელთან, ქართველ მსოფლიოს სამგზის, ევროპის ორგზის ჩემპიონსა და რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორს გენო პეტრიაშვილს, ოქროს მოგება, გამოცდილების და ტაქტიკის ხარჯზე მოუწევს.


ფინალამდე კი, გენომ 1/8 ფინალური შეხვედრა დამაჯერებლად 11-0 მოუგო ეგვიპტელ დიააელდინ აბდოლმოტალების. 1/4 ფინალში ჩინელი დენ ჟივეი 5-2 დაამარცხა.1/2 ფინალში კი,  სადაც მსაჯებმა არ დაინდეს, ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე ურთულეს ბძოლაში 6-3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ  1/2 ფინალის პირველი პერიოდი გენომ,  0-3 წააგო. მეორეში კი, 6 ქულა მოიპოვა და საბოლოოდ, 6-3 გაიმარჯვა.



***




ნაადრევ ეტაოზე გამოეთიშა ასპარეზობას, 74კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე, ავთანდილ კენჭაძე, რომელიც 1/8 ფინალში იტალიელ ფრანკ ჩამისოსთან, 1-5 დამარცხდა. ქართველს იტალიელის წარმატების შემთხვევაში,  ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა შეეძლო. თუმცა, ჩამისომ ფინალში გასვლა ვერ მოახერხა და შესაბამისად, კენჭაძეც მედლისთვის ბრძოლას საბოლოოდ გამოეთიშა.



სპორტის სამინისტროს ფოტოები