ვასილ მაისურაძის პირველი ტესტი ბაქოში
ვასილ მაისურაძის პირველი ტესტი ბაქოში
05.08.2021
ავტორი: ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, აზერბაიჯანელი თანატოლების ეროვნული გუნდი, ბაქოში 3-2 დაამარცხა. ამხანაგურ მატჩში, ანგარიში გიორგი კვერნაძემ გახსნა, პირველ ტაიმში სხვაობა ორამდე გეგი გეგუჩაძემ გაზარდა, ხოლო მეორე ნახევრის 59-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილმა მეტოქე გუნდის კარში მესამე გოლის გატანა შეძლო.


აღნიშნული მატჩი, 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, ვასილ მაისურაძისთვის ახალ გუნდთან ერთად პირველი საერთაშორისო ოფიციალური შეხვედრა გახლდათ. მეორე ტესტ-მატჩს, ასაკობრივი ნაკრები აზერბაიჯანული შეკრების ფარგლებში, ისევ მასპინძელ გუნდთან - 6 აგვისტოს გამართავს.


მატჩის გვერდი: U19 | აზერბაიჯანი 2-3 საქართველო