
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ხვალიდან, 6 აგვისტოდან 17-წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს დედაქალაქში, 10 დღის მანძილზე, 10 გუნდი, საუკეთესოს გამოველნას შეეცდება. ტურნირის დებულების თანახმად, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები, ორ ჯგუფში გადანაწილდნენ.
A ჯგუფი, საქართველოსთან ერთად, ნიდერლანდები, საბერძნეთი, უკრაინა და ლუქსემბურგი მოხვდნენ. B ჯგუფი კი, სერბეთი, იტალია, ისრაელი, ესტონეთი და ფარერის კუნძულები.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველ მატჩს 6 აგვისტოს 17:00 საათზე ლუქსემბურგის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ჩვენი გუნდის სხვა თამაშების განრიგი კი ასეთია:
9 აგვისტო / 14:30 / საქართველო - უკრაინა
10 აგვისტო / 17:00 / საქართველო - ნიდერლანდები
12 აგვისტო / 14:00 / საქართველო - საბერძნეთი
13 აგვსიტო -1/2 ფინალები
ტურნირის დებულების თანახმად, მედლებისთვის ასპარეზობას, ჯვარედინი სისტემით, ჯგუფებში, 1 და 2 ადგილზე გასული გუნდები გააგრძელებენ, A1-B2 / A2-B1 შეხვდებიან. გამარჯვებულები ფინალში გააგრძელებნ ასპარეზობას, დამარცხებულები კი 3 ადგილს გაითამაშებენ. ანალოგიურად, 5-8 ადგილებისთვის A3-B4-ს, ხოლო A4- B3-ს ითამაშებენ.
17-წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებული 15 აგვისტოს გამოვლინდება.






ჩვენ








