
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბოლო ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ელიზბარ ოდიკაძემ, დღეს დაიწყო ასპარეზობა და ახლა, რუსეთის ოლიმპიური გუნდის წარმომადგენლის, აბდულრაშიდ სადულაევის ფინალში გასვლაზეა დამოკიდებული, 97კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლისთის გააგრძელებს რეპეშაჟიდან ბრძოლას ქართველი თუ, კიდევ ერთი მედლის მოპოვების შანსი, შანსად დარჩება.
დღე კი, ოდიკაძემ, 1/8 ფინალში, ირანელი მოჰამადჰოსეინ მოჰამადიანის დამარცხებით დაიწყო. ქართველმა, 6-3 მოუგო და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც რუსეთის ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელს, მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს (86 კილოში) აბდულრაშიდ სადულაევს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ჩვენებურმა, მოქმედ ოლიმპიურ, ასევე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების 4-4-გზის გამარჯვებულითან, ვერაფერი გააწყო და 0-10 დამარცხდა.
შეგახსენებეთ, რომ თუ სადულაევი ფინალში გავა, მაშინ ოდიკაძე ხვალ რეპეშაჟში ჩაერთვება და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
სპორტის სამინისტროს ფოტო





ჩვენ








