სალომე ფაჟავამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშზე ასპარეზობა დაასრულა
სალომე ფაჟავამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშზე ასპარეზობა დაასრულა
06.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 4 დისციპლინის შემდეგ, მრავალჭიდში 89.650 ქულა დააგროვა და მე-17 ადგილით, მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა ქართველი მხატვრული ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა. ფინალურ ეტაპზე 10 საუკეთესო შედეგი მქონე სპორტსმენი გადადიოდა, მომდევნო 4 საუკეთესო შედეგით კი, ტანმოვარჯიშეები სარეზერვიო სიაში ხვდებოდნენ.


ქართველმა საუკეთესო შედეგი რგოლით ვარჯიშში დააფიქრისა და 23.550 ქულა მიიღო. ყველაზე სუსტ გამოსვლად კი, მსაჯებმა ლენტით ვარჯიშში ჩაუთვალეს - 20.650. ბურთით ვარჯიშში ქართველმა 21.950 ქულა დააგროვა, რაც ამ დისციპლინაში 22-ე შედეგი აღმოჩან. 23.500 ქულა კი ფაჟავას, გრუზით ვარჯიშში მიაკუთვნეს.


არიაკეს ტანვარჯიშის ცენტრში, მხატვრულ ტანვარჯიშში, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშისთვის სულ 26 სპორტსმენი ასპარეზობდა.