ბათუმის „დინამომ“ ბოლო 20 წუთში პირველი რაუნდი წააგო
ბათუმის „დინამომ“ ბოლო 20 წუთში პირველი რაუნდი წააგო
05.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საკმაოდ უხეში, მაგრამ სანახაობრივი მატჩი, ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, ბათუმის „დინამოსთვის" ცუდად დასრულდა. იმას გარდა, რომ ქართულმა გუნდმა ბოლო 20 წუთში თამაში მიმდინარეობითაც და ანგარიშითაც დათმო, მატჩის შემდეგ, გუნდებს შორის მოხდარი ჩხუბის გამო, აჭარლბეს, კონფერენს ლიგის მიმდინარეობისას უკვე მესამედ (პირველი საკვალიფიკაციოს დროს, მაყურებლის მოედანზე გადასვლის გამო, მეორედ - მოწინააღმდეგე გულშემატკივართან ტრიბუნაზე გამართული ხელჩართული ბრძოლის გამო) დააჯარიმებენ. თუმცა, როგორც ჩანს, ბათუმის „დინამოს" მესვეურებს, ამ ეტაპზე ეს, ნაკლებად მნიშვნელოვანი პრობლემა ჰგონიათ, იმის ფონზე, რომ საპასუხო შეხვედრაში, თურქეთში, ჩვენებს არც თუ სასიამოვნო მატჩი და დიდი ალბათობით, ქომაგთა დახვედრაც მოუწევთ.


რაც შეეხება თამაშს, ის ქართული გუნდის მცირედი უპირატესობით წარიმართა და სრულიად დამსახურებულად, „დინამოს" გოლით, თანაც საკმაოდ ეფექტურით გაიხსნა. „სივასფორის" კარში, 54-ე წუთზე, სტანდარტულიდან ვლადიმერ მამუჩაშვილმა გახსნა. როგორ ჩანს, ეს გოლი აღმოჩნდა თურქებისთვის სასიგნალო და მათაც, ნელ-ნელა თამაშის სადავეების ხელში აღება დაიწყეს. მატჩის მიწურულს კი, ჯერ 75-ე წუთზე ლეკე ჯეიმსმა ანგარიში ეფექტური თაურით გადააგზავნა ლაზარე კუპატაძის კარსი. მსაჯის მიერ დამატებული დროის მეხუთე წუთზე, კი კაიოდემ, ბათუმელთა დაცვის ხაზის ჩავარდნით ისარგებლა და ლაზარე კუპატაძის მოგერიებულ ბურთზე ყველას დაასწრო და სივასფორელთათვის, ძალზეც საჭირო გოლი გაიტანა. თურქულამ გუნდმა, ბათუმში, 1-2 გაიმარჯვა და საპასუხო მატჩის წინ, პატარა, მაგრამ ფორა შეიმზარდა.


როგორც გითხარით თამაში საკმაოდ უხესი გამოდგა. ბოსნიელმა მსაჯმა სტუმრებს 7 ყვილელი, ქართულ გუნდს კი 1 ყვითელი, მატჩის ბოლოს ატეხილი ჩხუბის გამო კი, თორნიკე გაფრინაშვილს, წითელი ბარათიც უჩვენა. ასე, რომ თუკი, პირველ მატჩში სტუმრებს, ძირითადი გუნდის 6 ფეხბურთელი არ ჰყავდათ, ამჯერად ბათუმს, გიორგი ზარიას გარდა, რომელსაც კორონა დაუდასტურდა, თორნიკე გაფრინდაშვილიც დააკლდება.


უეფა-ს 2021 წლის კონფერენს ლიგაზე, ბათუმის „დინამოსა" და „სივასფორის" საპასუხო შეხვერდა, ერთ კვირაში, 12 აგვისტოს გაიმართება თურქულ ქალა სივასსი და პლეი-ოფის საგზურის მფლობელიც, სწორედ, „ახალი სივასის 4 სექტემბრის სახელობის სტადიონზე" გაირკვევა.



ფოტო: sivasspor.org.tr