
პანამერიკული თამაშების მოგების შემდეგ, ეგრევე ოლიმპიური ოქრო - 21 წლის ამერიკელმა სპოტსმენმა, +125კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გეიბლ დენ სტივენსონს, გენო პეტრიაშვილი, ბოლო მეასედწამებზე 8-10 დაამარცხა და ოლიმპიური ოქროს მფლობელი გახდა.
მას შემდეგ, რაც დღევანდელ ფინალამდე, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი თაჰა აქგიული, სწორედ, დღეს გამომცხვარმა ჩემპიონმა გამოთიშა ოქროს მედლის მარათონს, ბევრი, ტოკიოს 2020-ის მოგებას, სწორედ, ქართველ სპორტსმენს უქადდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ამერიკელმა ისე მოაღწია, რომ ქულა მასთან ორთაბრძოლებში ვერავინ აიღო.
ფინალური შეხვედრაშიც, გენო პეტრიაშვილიმა პირველი პერიოდი, მშრალი ანაგარიშით 0-4 წააგო. მეორე პერიოდში, გენომ, მიმდინარე თამაშებზე პირველმა მოახედრხა, ამერიკელთან ქულების აღება და რამდენიმე ეფექტური გდების შემდეგ, 8-5 დაწინაურდა. სანატრელ ოლიმპიურ ოქრომდე, გენოს 13 წამი აშორებდა, როცა, ამერიკელმა ჯერ 2 ქულა დაუქაჩა, შევედრის დასრულებამე მეასედი წამებით ადრე კი, ამერიკელმა 2 ქულა აიღო და 8-9 დაწინაურდა. საქართველის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ ჩელენჯი მოითხოვა, მსაჯთა საბოლოო გადაწყვეტილებით კი, სტივენსონს, კიდევ ერთი ქულა დაუმატეს.
საბოლოოდ, გენოს ოლიმპიური ოქრო, მომავალი, პარიზის ოლიმპიადისთვის გადაიდო. ამჯერად კი, 2016 წლის რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი, სამგზის მსოფლიოსა და ორგზის ევროპის ჩემპიონი ვერცხლის მედალს დასჯერდა.
სპორტის სამინისტროს ფოტო





ჩვენ








