
ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან ქართული დელეგაციის კიდევ ერთი ჯგუფი დაბრუნდა. ქართველმა სპორტის ქომაგებმა და ოფიციალურმა პირებმა შთამბეჭდავი დახვედრა ამჯერად ძალოსნებსა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს მოუწყვეს. ქართველ ოლიმპიელთა ეს ჯგუფი, სამშობლოში, 3 ოლიმპიური მედლით დაბრუნდა.
თბილისის აეროპორტში, სპორტის ასობით ქომაგი, ალბათ, როგორც მოსალოდნელი იყო, 2-გზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ტალახაძეს განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდნენ, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიულ წარმატებას მიაღწია. იმას გარდა, რომ ლეგენდარული ქართველი ძალოსანი ზედიზედ მეორედ დაეუფლა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველა მოახერხა ორი ოლიმპიური მედლის მოგება, ტალახაძემ ახალი ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდებიც დაამყარა.

გულშემატკივარი დახვდა, იაკობ ქაჯაიასაც, რომელსაც, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ოლიმპიურ ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება დააკლდა და სამშობლოში, ვერცხლის მედლით
თბილისში დაბრუნებულ ოლიმპიელებს შორის იყო, რა თქმა უნდა ძალოსანი ანტონ პლესნოი, რომლის ბრინჯაოს მედალიც, შეიძლება ოქროს ტოლფასი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ფიცარნაგზე ბოლო, მნიშვნელოვანი გამოსვლების დროს, სპორტსმენს ძლიერი ტკივილი, ადგილობრივი ანესთეზიით ჰქონდა განელებული.

იაკობმაც და ანტომაც კარიერაში პირველი ოლიმპიური მედლები მოიპოვეს. საერთო ჯამში კი, ამ დროისთვის, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე 8 მედალია - 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა, რაც ქართული დამოუკიდებელი ოლიმპიზმის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. ბოლოს ქართველმა სპორტსმენებმა 8 მედლის მოპოვება 1992 წელს, ბარსელონაში, გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში შეძლეს.

სპორტის სამინისტროს ფოტოები





ჩვენ








