
ბოლო წამები, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველი სპორტსმენების ერთი ნაწილისთვის აქილევსის ქუსლად იქცა. ბრძოლას, რომელსაც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 97კგ წონით კატეგორიაში, ელიზბარ ოდიკაძე, ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებამდე უნდა მიეყვანა, ქართველმა, რეპეშაჟის დასრულებამდე 13 წამით ადრე წააგო.
დამამშვიდებელი წრის ½ ფინალში, ოდიკაძე, აზერბაიჯანელ შარიფოვს შეხვდა და 5-7 წააგო. ისევე, როგორც ერთი დღით ადრე, +125კგ წონითი კატეგორიის ფინალი, ქართველის დღევანდელი შეხვედრაც დრამატული გამოდგა და თითქმის, იმავე სცენარით განვითარდა, ორთაბრძოლის დასრულებამდე 13 წამით ადრე ქართველი 5-4-ს იგებდა, შარიფოვმა კი, დარჩენილ დროში ორქულიანი გდება შეასრულა და 6-5 დაწინაურდა. ბოლო წამზე ოდიკაძე, ორი ქულის აღებას შეასრულა და შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე მეასედი წამით ადრეც ილეთის შესრულება დაიწყო, თუმცა, ჩელენჯმა, პირიქით ჩათვალა და აზერბაიჯანელის 6 ქულას, მეშვიდეც მიუმატა.
სამწუხაროდ, ისევე, კლასიკებთან, აქაც, მედლების ყულაბაში მხოლოდ ერთი, ვერცხლის მედალია. საერთო ჯამში კი, ქართველი მოჭიდავეების ანგარიშზე მხოლოდ 2 ვერცხლის მედალია.
სპორტის სამინისტროს ფოტო





ჩვენ








