
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ქართული დელეგაციიდან ბოლოს, კარატისტმა გოგიტა არქანიამ იასპარეზა. ოლიმპიური თამაშებისთვის სადებიუტო სახეობაში, ქართველი A ჯგუფში ასპარეზობდა და მხოლოდ, ჯგუფის პირველ ან, მე-2 ადგილზე გასვლის შემთხვევაში ის, ოლიმპიური მედლებისთვის ბრძოლას 1/2 ფინალიდან გააგრძელებდა.
„როგორც მინდოდა ისე არ წამივიდა ბრძოლა, შეხვედრები. ალბათ, ეს იყო, ცოტა ნერვიულობის ეფექტი. ჩემი ბრალია, მაგრამ ღვთის წყალობით, როგორც არის ისე არის. ძალიან მეწყინა, რომ გერმანელმა სპორტსმენმა ასე დაამთავრა შეხვედრა. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მწვრთნელს ნიკას, ჩვენს ექიმებს, მთლიანად ოლიმპიურ კომიტეტს, გვერდში დგომისთვის. მაგრად ვგრძნობდი ყველას და ყველა ხმა მესმოდა. ბოდიში, ვერ გაგიმართლეთ იმედები" , - ამბობს გოგიტა არქანია, ზაფხულის ოლიმპიადაზე ასპარეზობის დასრულების შემდეგ.
37 წლის ქართველი, დღის პირველ დაპირისპირებაში იაპონელ რიუტარო არაგასთან დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 3-2 დამარცხდა. ამის შემდეგ, ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსან, თურქ უგურ აქთასთან ანგარიშით 3-1 დამარცხდა.
რიგით მესამე ჯგუფური შეხვედრა, არქანიამ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონთან და მინსკის ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორთან, გერმანელ ჯონათან ჰორნესთან გამართა. დაძაბულ ორთაბრძოლაში, ანგარიშში ქართველმა წაიყვანა, თუმცა, დასრულებამდე, 19 წამით ადრე, 2 ქულით წინ, უკვე გერმანელი იყო. ქართველმა ამ დროს მორიგი ქულა აიღო, მისმა მეტოქემ კი ხელის ტრავმა და ის, საასპარეზო ადგილიდან საკაცით გაიყვანეს. არქანიამ კი, პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, გოგიტა არქანია ყაზახ დანიარ იულდაშევს შეხვდა და მეტოქეს ანგარიშით 3-1 აჯობა. შედეგად, ქართველმა ჯგუფურ ასპარეზობაში 2 ორთაბრძოლა დათმო, 2 კი, მოიგო. თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და A ჯგუფიდანაც 1/2 ფინალურ ეტაპზე იაპონელი რიუტარო არარაგა და თურქი უგურ აქთასი გავიდნენ. მიუხედავად ამისა, ტოკიოს ზაფხულის სადებიუტო თამაშებზე, გოგიტა არქანიას შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავია, რამეთუ მან საერთო ჯამში მე-5 ადგილი დაიკავა.
ბუდოკანის დარბაზში, 5-7 აგვისტოს კარატეში 80-მა სპორტსმენმა, 40 კაცმა და 40-მა ქალმა მიიღო, გათამაშდა მედლების 8 კომპლექტი. ქართველი გოგიტა არქანია, კუმიტეში, +75კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ფოტო





ჩვენ








