ხმა მიეცი ლაშა ტალახაძეს!
ხმა მიეცი ლაშა ტალახაძეს!
07.01.2018
ავტორი:

საქართველოს 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულისთვის მებრძოლი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კანდიდატი, ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელიც საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საკუთარ გამოკითხვებში, დეკემბრის ბოლოს, რჩეულად უკვე დაასახელეს, კიდევ ერთი აღიარებისთვის იბრძვის.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია 2017 წლის საუკეთესო ძალოსანის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს. მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანთა გამოკითხვაში, საერთაშორისო ფედერაციის მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის, ქართველი ლაშა ტალახაძეც არის. (გადადით ლინკზე http://www.iwf.net/best-lifters-2017/) გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია:

-         გადახვიდეთ მითითებულ ლინკზე;

-         მონიშნოთ ლაშა ტალახაძე;

-         აუცილებლად მონიშნოთ ძალოსანი ქალიც;

-       მომდევნო ველებში ჩაწეროთ, თქვენი სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, პაროლში მიუთითოთ რიცხვი, რომელიც გრაფაშია მოცემული;

-         თქვენი არჩევანი დაადასტუროთ ღილაკს „vote"-ზე დაჭერით.

ხმის მიცემის პროცესი 2018 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. ასე, რომ საქართველოს კიდევ გვაქვს დრო, ხმა მივცეთ, ლაშა ტალახაძეს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია. არამედ, იმიტომაც, რომ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ჩემპიონმა 2017 წელს სამი ტიტული მოიგო და სამივე რეკორდით: აპრილში, ხორვატიის ქალაქ სპლიტში ევროპის უძლიერესი ძალოსნის ტიტული მოიპოვა და ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა; ნოემბერში, დუშეთში, საქართველოს ჩემპიონი გახდა ასევე არნახული მიღწევით; 6 დეკემბერს კი, ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო! ორჭიდის ჯამში ლაშამ 477კგ დაძლია! აქვე გეტყვით, რომ ის ოქროს მედლებს დაეუფლა ატაცსა და აკვრაში.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ, ლაშა ტალახაძე, მსოფლიოს 2016 წლის შედეგების შეჯამებისასაც დაასახელა ნომინანტებს შორის, თუმცა ქართელ ათლეტს, მაშინ ირანის წარმომადგენელმა აჯობა.