18-წლამდელებმა ევროჩელენჯერზე ასპარეზობა ხორვატიასთან მარცხით დაასრულეს
18-წლამდელებმა ევროჩელენჯერზე ასპარეზობა ხორვატიასთან მარცხით დაასრულეს
09.08.2021
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროჩელენჯერზე ასპარეზობა დაასრულა. დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილმა ჭაბუკებმა ტოპ-ჯგუფში ბოლო შეხვედრა ხორვატიასთან გამართეს და ბრძოლაში - 72:82 (სტატისტიკა) წააგეს.


ბოლო პერიოდის წინ საქართველოს ნაკრები მხოლოდ ქულით - 65:66 ჩამორჩებოდა და ბრძოლაც წინ იყო, თუმცა დასკვნით ეპიზოდში ხორვატებმა იძალეს და გამარჯვებამდე მივიდნენ.


საქართველოს ნაკრებში 29 ქულით ლუკა ლიკლიკაძე გამოირჩა. 16 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა სანდრო კასაბურს, ლუკა კუჭუხიძის ანგარიშზე კი 11 ქულ დაგროვდა. 


საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარებულ ევროჩელენჯერში ყველა მატჩი დათმო. ტუნირის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო.