თბილისში, 17-წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს
თბილისში, 17-წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს
09.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში, 6 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით,  17-წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს დედაქალაქში, 10 დღის მანძილზე, 10 გუნდს უნდა ეასპარეზა, თუმცა, ბოლო მომენტში, კოვიდ ვითარებიდან გამომდინარე თბილისში ჩამოსვლაზე უარი თქვა ისრაელის ნაკრებმა. შესაბამისად, B  ჯგუფში, სადაც სერბეთი, იტალიის, ესტონეთისა და ფარერის კუნძულების გოგონათა ნაკრებებთან ერთად, ისრაელის ნაკრებს უნდა ეასპარეზა, ოთხი გუნდი დარჩა.


რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ის, A ჯგუფი, ნიდერლანდების, საბერძნეთის, უკრაინისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს.  ჩვენმა გოგონებმა ჯგუფის 2 შეხვედრა უკვე გამართეს.


6 აგვისტო / საქართველო - ლუქსემბურგი 20-24

9 აგვისტო  / უკრაინა - საქართველო  38-18


ახლა, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა გუნდს ორი შეხვედრა აქვს სათამაშო.


10 აგვისტო / 17:00 /  საქართველო - ნიდერლანდები

12 აგვისტო / 14:00 / საქართველო - საბერძნეთი


ჯგუფში, მე-4 ადგილზე გასვლის შემთხვევაში, ჩვენი გოგონები, ტურნირის დებულების თანახმად, 5-8 ადგილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.


ტურნირის შესახებ იხილეთ ბმული



ხელბურთის ფედერაციის ფოტო