თბილისში, მორიგმა ფიბა ჩელენჯერმა აიღო სტარტი
თბილისში, მორიგმა ფიბა ჩელენჯერმა აიღო სტარტი
09.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, თბილისში სტარტს აიღო ფიბა-ს 16-წლამდე გოგონათა ევროჩელენჯი, რომელშიც საქართველოს ნაკრებთან ერთად მალტის, სომხეთის, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები მონაწილეობენ. ყოველ დღე, 14 აგვისტომდე, თბილისის სპორტის სასახლეში 2-2 მატჩი ჩატარდება, ხოლო 12 აგვისტოს კი, ტურნირზე დასვენების დღეა.


დღევანდელ შეხვედრებში, ალბანეთმა სომხეთი, 61-37 დაამარცხა, ხოლო დღის მეორე მატჩში, მალტამ, საქართველოს ნაკრებს 71-28 (22- 3 / 15- 12 / 20- 3 / 14- 10) მოუგო.


აღსანიშნავია, რომ ქალთა კალათბურთი, რომელსაც წლების მანძილზე სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა და რეალურად, განვითარების ახალ ეტაპზეა, მსგავსი ტურნირებით არ არის განებივრებული. შესაბამისად, კონკრეტული ტურნირის მსგავს ასპარეზობებში მონაწილეობა, საქართველოში ქალთა კალათბურთის განვითარებას წაადგება. ჩვენი, 16-წლამდე გოგონათა ნაკრების თამაშში, 4 პერიოდიდან, მხოლოდ 2-ში იმსახურებდა კრიტიკას და გვჯერა, რომ ამის შესახებ, მწვრთნელები აუცილებლად დაელაპარაკებიან მოთამაშეებს. თუმცა, 4-დან ორ მონაკვეთში, საქართველოს ნაკრების გოგონებმა, რომელთაგან ბევრისთვის, დღევანდელი შეხვედრა მსგავს ტურნირზე სადებიუტო გამოდგა, ბოლომდე იბრძოლეს და სულ რამდენიმე ქულით წააგეს (მეორე პერიოდი 15-12 და ბოლო, მეოთხე პერიოდი 14-10).


ხვალ, ტურნირის მეორე დღეს, კვალვ ორი შეხვედრა გაიმართება:

16:00  ჩრდ. მაკედონია  - მალტა

19:00 საქართველო - ალბანეთი


ევროჩელენჯის მონაწილე ნაკრებები თბილისში რამდენიმე დღეა ჩამოვიდნენ და სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" დაბინავდნენ. გუნდები, სპორტის სასახლეში ვარჯიშობენ და ბაბლის პრინციპით ცხოვრობენ. მოწინააღმდეგეებს, მხოლოდ სათამაშო მოედანზე ხვდებიან.


გაუარესებული კოვიდ-ვითარების გამო სპორტის სასახლეში თამაშები მაყურებლის გარეშე ტარდება, თუმცა, ყველ მატჩის ლაივ-ტრანსლირება, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის YouTube და Facebook გვერდებზე არის შესაძლებელი.



სატურნირო მდგომარეობა



კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ფოტო