
დღეს, ჩრდილოეთ მაკედონიაში 19-წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც 7 გუნდი და მათ შორის, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მონაწილეობს, გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის ძირითად ბადეში მოხვდება. აღნიშნულ ტურნირში, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ჯგუფში შვეიცარიასთან, უკრაინასთან და ბოსნია და ჰერცოგოვინის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს.
„ამ გათამაშებაში საკმაოდ ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს თავი, წინ სერიოზული მატჩები გველის. თითქმის ორი თვეა ვემზადებით, შეირჩა 14 მოთამაშე, რომლებიც ჩრდილო მაკედონიაში გაემგზავრებიან. ისინი, ყველანი საქართველოს ჩემპიონატიდან არიან, ამ ასაკში ერთი ლეგიონერი გვყავს ნიკოლოზ კალანდაძის სახით, თუმცა სამწუხაროდ ტრავმის გამო დაგვაკლდება.ზოგადად, ამ თაობაში საკმაოდ პერსპექტიული მოთამაშეები არიან. შემადგენლობაში შედარებით უმცროსებიც გვყავს, რომლებიც დიდ გამოცდილებას შეიძენენ. შეიძლება ითქვას, ახლა გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია და ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლის იმედი გვაქვს", -აღნიშნა თბილისიდან გამგზავრებამდე, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ.
ჩვენმა ნაკრებმა, სასატარტო შეხვედრაში, შვეიცარიის ნაკრებთან 20-38 წააგო და ახლა, ხვალ, მორიგ შეხვედრას, ბოსნია და ჰერცეგოვინას წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის სტატისტიკა





ჩვენ








