ავტოგოლებისა და მეკარეების - გოშაძისა და ქურდაძის ტური
ავტოგოლებისა და მეკარეების - გოშაძისა და ქურდაძის ტური
09.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზაფხულის შესვენების შემდეგ, ეროვნული ლიგის გათამაშება 22-ე ტურით განახლდა, რომელიც ამჯერად სამ სათამაშო დღეზე იყო გადანაწილებული. თუმცა, დამაინტრიგებელი მეორე სათამაშო დღე იყო, როდესაც, თბილისსა და ბათუმში, სატურნირი ცრხილის სათავეში მყოფ, ორ „დინამოს" უწევდა თამაში.


თბილისში, დინამო არენაზე, ევროტურნირებში ხელმოცარულმა და თითქმის შემადგენლობა განახევრებულმა „დინამო თბილისმა", დედაქალაქურ დერბიში, „საბურთალო"  2-1 დაამარცხა. საქართველოს ჩემპიონმა, „საბურთალოს", წელს უკვე მესამედ სძლია. 8 აგვისტოს გამართული შეხვედრა, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს თარიღთან დაკავშირებით, წუთიერი დუმილით დაიწყო, დინამოელთა შეტევებით გაგრძელდა, თუმცა, „საბურთალოს" კარში პირველი ავტოგოლი გავიდა. მე-14 წუტზე ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, ოთარ გოშაძის კარში, რომელმაც გოლამდეც ლამაზად იხსნა კარი და საერთოდ, ამ შეხვედრაშიც, ორივე გუნდში, საუკეთესო იყო, დმიტრი მანდრიჩენკომ გაიტანა გოლო. შეხვედრის 41-ე წუთზე, საბურთალოელთა ერთ-ერთი იშვიათი შეტევის გამო, თან რომელიც დინამოელთა ნახევარზე, მასპინძელთა უყურადღებობას მოჰყვა, გოლი დაჩი ცნობილაძემ გაიტანა. შესვენებაზე, გუნდები, საყაიმო ანგარიშით გავიდნენ, 1-1. მეორე ტაიმში, კახა ცხადაძემ ორი ფეხბურთელი შეცვალა, თამაში კი, კვლავ მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და 51-ე წუთზე, დინამოელთა ახალმა ლეგიონერმა, ოსეი ბარნსმა, ჰაიფაში, კონფერენს ლიგაზე გატანილი გოლის შემდეგ, ზედიზედ, მეორე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა. ამჯერად, სადებიუტო, ეროვნულ ლიგაზე.  ამის შემდეგ, თუმცა, ისევე, როგორც პირველ ტაიმში დინამოელებს, კიდევ ჰქონდათ რამდენიმე საგოლე მომენტი, თუმცა, მათი გამოყენება ვერ მოახერხეს. ასეა, თუ ისე, ეროვნული ლიგის 22-ე ტურში მოგებული თამაშით, დინამოელებმა, სატურნირო ცხრილშიც ჩაიწერეს მნიშვნელოვანი 3 ქულა და ცოტათი, ევროტურნირებზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, ხასიათი გამოისწორეს.


***


თითქმის ანალოგიური სცენარით წარიმართა შეხვედრა ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, სადაც ქვეყნის ვიცე ჩემპიონი, ბათუმის „დინამო", „სამტრედიას" დაუპირისპირდა. სხვათა შორის, გამომდინარე იქიდან, რომ აჭარულ გუნდს, რამდენიმე დღეში, უეფა-ს კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრა ელის სივაში, ბევრი აღშფოთდა, რატომ არ დათანხმდა „სამტრედია" მატჩის გადადებას. თუმცა, აქვე შეგახსენებთ, რომ როტერდამის  „ფეიენოორდთან" მატჩამდე, 2019 წელს, თამაშის გადადებაზე, უარი უთხრა თბილისის „ლოკომოტივმა", 2020 და 2021 წლის სეზონზე კი, ბათუმის „დინამომ". თუმცა, ეს სხვა საუბრის თემაა.

„სამტრედიასთან" დაპირისპირებაში კი, ანგარიში, მე-16 წუთზე, ავტოგოლით გაიხსნა. საკუთარ კარში ბურთი ანდრო გიორგაძემ ჩაჭრა, „დინამო" კი 1-0 დაწინაურდა. თუმცა, 12 წუთში, უკვე გაგი მარგველაშვილმა ივაჟკაცა და შეხვედრაში სტატუს-კვო აღადგინა, 1-1. ისევე, როგორ თბილისში, მხოლოდ დედაქალაქური სიცხსიგან განსხვავებით კოკისპირულ წვიმაში, გუნდები შესვენებაზე, საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. როგორც ჩანს გია ცეცაძის გუნდმა, შესვენება კარგად გამოიყიენა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის „დინამოს" შესახებ, რეალურად თუ ცოტა მიხმარებით, სუპერ-გუნდის იმიჯის ჩამოყალიბება აქტიურ ფაზაშია, „სამტრედიამ", აჭარელებს ბევრი პრობლემა შეუქნმა. ბექა ქურდაძემ, კი, სასწაულები აკეთა და გია გეგუჩაძის გუნდი, 81-ე წუთამდე, გვარიანად ანერვიულა. 81-ე წუთზე, კი მეორე შეხვედრაში ზედიზედ, ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა ეფექტური გოლი. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, გიორგი ნიქაბაძემ მესამე გოლი გაიტანა და ბათუმურმა გუნდმაც, 3-1 გაიმარჯვა.


ახლა, სატურნირო ცხრილში, ბათუმის „დინამო" 46 ქულით, პირველ ადგილზეა, 44 ქულით კი, მეორე ადგილზე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, „დინამო თბილისია". 22 ტურის შემდეგ, მე-3, მე-4 ადგილებზე გორის „დილა" და თბილისის „ლოკომოტივი" არიან, რომლებსაც პირველი ორი გუნდის მსგავსად, 2 ქულა აშორებს ერთმანეთს. სწორედ, ამ გუნდებმა, გახსნეს 22-ე ტური წყალტუბოში და საგურამოში.


***


წყალტუბოს, 26 მაისის სახელობის სტადიონზე, „სამგურალმა", „დილას" უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ტრიბუნებზე, გულშემატკივრის გარდა (არ ესწრებიან სფფ-ს სადისციპლინო სანქციების გამო), კოვიდ-პანდემიისა და დისკვალიფიკაციის გამო, აკლდა მოთამაშეები. შესაბამისად, სოსო ფრუიძის გუნდმაც, შეხვედრა ფრთხილად დაიწყო, თუმცა, პირველი გოლი, მაინც მისი გუნდის კარში გავიდა. სტუმრებმა, ანგარიში,  მე-15 წუთზე კამარას მიერ გატანილი გოლით გახსნეს. 23-ე წუთზე, პაპუნა ფონიავამ, პენალტით, წონასწორობა აღადგინა. შესვენებაზე გუნდები, აქაც საყაიმო ანგარიშით, 1-1 გავიდნენ. მატჩის მეორე ნახევარი კი, სტუმართა აშკარა უპირატესობით წარიმართა. მე-60 წუთზე, „დილა" ნიკა გაგნიძის გოლით გავიდა წინ. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, მანვე დუბლი გაიფორმა. „დილამ", რომელმაც ევროტურნირებზე ასპარეზობა პირველივე წრეში დაასრულა, ელიგაში, საჭირო, ფქისოლოგიური თვალსაზრისით, გამარჯვება მოიპოვა, 1-3, რაც გუნდს სამომავლოდ, უნდა წაადგეს.


***

ერთადერთი და ისიც, ავტოგოლი გავიდა საგურამოში, „ლოკომოტივისა" და ქობულეთის „შუქურას"  მატჩში.  შეხვედრის 29-ე წუთზე, სტანდარტულს, კახაბერ კაკაშვილის გოლი მოყვა და „ლოკო" დაწინაურდა. ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად, ამ შეხვედრაში, მეტი გოლი აღარ გასულდა. სამაგიეროდ, იყო ძალიან ბევრი ყვითელი ბარათი და ქობულეთელთა რიგებიდან გაძევებული ფეხბურთელი. თამაში, „ლოკომ" 1-0 მოიგო. ალბათ, ისევე, როგორც დინამოების შეხვედრაში, აქაც, გუნდის წარმატებულ თამაშში, დიდი წვლილი, თბილისელთა ახალწვეულმა მეკარემ, მარკ სპენკელნიკმა შეიტანა. მარკმა კარი მშრალად შეინახა, „ლოკომოტივმა" კი, მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა და ახლა, სატურნირო ცხრილის, მე-4 საფეხურზეა.


***


ტურის ბოლო შეხვედრა, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის მოედანზე გაიმართა. „ტორპედომ" რომელმაც შესვენების დროს, სხვადასხვა ქართული კლუბიდან და ქართველი თავისუფალი აგენტებიდან სერიოზული შევსება მიიღო, „თელავს" უმასპინძლა. შეხვედრის პირველი ტაიმი ნაკლებად მწვავე და უინტერესო გამოდგა, ორივე გუნდს, დაძაბულობა ემჩნეოდა. თუმცა, მეორეში, თელაველებმა ოდნავ მოუმატეს თამაშის ტემპს და კახა ჩხეტიანის „ტოპრედოს" კარში, რომელსაც როინ კვასვაძე იცაცდა, 79-ე წუთზე, გოლი გაიტანეს. რამდენიმე წუთში, კახელებს ანგარიშის გაზრდის საშუალება ჰქონდათ, თუმცა, ქუთაისელთა კარი, ამჯერად, ძელმა იხსნა. შეხვედრა, 0-1, „თელავის" გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ამ მოგებით, დროებით,  სატურნირო ცხრილის მშვიდ ზონაში გადაინაცვლა.



ეროვნული ლიგის მომდევნო, 23-ე ტური 13, 14, 15 და 16 აგვისტოს გაიმართება.