
დღეს საქართველოს 19-წლამდე ვაჟ და 17-წლამედ ქალ ხელბურთელთა გუნდებმა მორიგი შეხვედრები ჩაატარეს.
ჩრდილოეთ მაკედონიაში 19-წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ვაჟთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე მატჩიც წააგო. ამჯერად, ბოსნიელ თანატოლებთან ანგარიშით 24-40 დამარცხდა. ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში 7 გოლით აკაკი პატაშური გამოირჩა, 5 გოლი იყო დავით ჟვანიას ანგარიშზე.
მატჩის სტატისტიკა
ჩვენი ნაკრები მომავალ მატჩს პარასკევს, 13 აგვისტოს, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.
თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში კი, 17-წლამდე ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე, მორიგი ჯგუფური შეხვედრა გამართა. ქართველო გოგონები, ამჯერად, ჯგუფის ერთპიროვნულ და საკმაოდ ძლიერ, ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 11-52 დამარცხდნენ.
ჯგუფის ბოლო შეხვედრას, საქართველოს გოგონათ ნაკრები 12 აგვისტოს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. იმ შემთხვევაში, თუკი ქართველი გოგონები საბერძნეთის ნაკრების დამარცხებას შეძლებენ, მაშინ ასპარეზობას 5-8 ადგილებისთვის გააგრძელებენ.
მატჩის სტატისტიკა
ხელბურთის ფედერაციის ფოტო





ჩვენ








