2018 წელი, „დინამომ "მარცხით დაიწყო
2018 წელი, „დინამომ "მარცხით დაიწყო
08.01.2018
ავტორი:

საქართველოს სუპერლიგის მე-12 ტურში თბილისის „დინამომ" ერთ-ერთ აუტსაიდერთან წააგო. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, დედაქალაქის ორ გუნდს, „მგზავრებსა" და „დინამოს" შორის დაპირისპირებაში 2018 წლის პირველი ქულები დინამოელი გიორგი რევაზიშვილის ანგარიშზეა. მომდევნო ქულები „დინამოს" ლევან ფაცაციამ მოუტანა, ჯერ 2-ქულიანი და შემდეგ 3-იანი. თუმცა, „მგზავრების" მე-6 ნომერს, კახაბერ ჯინჭარაძეს, ამ დღეს, თამაში წაუვიდა. მისი წყალობით, „მგზავრებმა" მატჩის სტარტზევე დაწინაურება მოახერხეს 9-8.

ბუნებრივია, მატჩის სტარტზე „მგზავრები" „შორს" „გაქცევას" ვერ ახერხებდნენ.  თუმცა, ვერც მოქმედი ჩემპიონი ახერხებდა 1 ქულაზე  ახლოს მიახლოვებოდა მეტოქეს და ანგარიში გაეთანაბრებინა. პირველ მეოთხედში, ამის გაკეთება, მხოლოდ პერიოდის მიწურულს შემოსულმა მიხეილ ბერიშვილმა მოახერხა.  პირველი მეოთხედი კი ფრედ 17-17 დასრულდა.

ამ მონაკვეთიდან გამომდინარე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მოსული გულშემატკივრი ვერ დაუშვებდა აზრს, რომ თბილისის „დინამო" რომელიც ყველაზე დაბალანსებულია შემადგენლობით, დღეს წაიბორძიკებდა. სავარაუდოდ, ეს შესაძლებლობა, თავად დინამოელებსაც გამორიცხული ჰქონდათ, ამიტომ ხშირად ბურთს, ელემენტარული უყურადღებობის გამო ჰკარგავდნენ. ჩემპიონს, დღეს, უჭირდა დაცვაში და შეტევაშიც.

პირველი მეოთხედის მსგავსად, მეორე პერიოდშიც, „დინამოს" ჯინჭარაძის ნეიტრალიზება უჭირდა. მას კი ნელ-ნელა ანდრია ბოუი და ავთანდილ ლომინაშვილიც წამოეხმარნენ. მეოთხედის შუაწელში, ანგარიში 28-22 იყო „მგზავრების" სასარგებლოდ. საბოლოოდ, ეს მეოთხედი „მგზავრებმა" 13-ქულიანი სხვაობით 25-12 მოიგეს. პირველი ტაიმის შმედეგ კი ანგარიში, არა მხოლოდ, ამ, არამედ სუპერლიგის ბოლო სეზონების გათვალისწინებით, „დინამოსათვის" უჩვეულო 42-29 იყო.

„დინამო" ფავორიტი გუნდია, შესაბამისად, ამ თამაშისთვის, მაქსიმალურად ვემზადებოდით. მინდა, ბიჭებს მადლობა გადავუხადო ასეთი შედეგისთვის. ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი. თუმცა, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ბიჭები დარწმუნდნენ, რომ ნებისმიერ გუნდთან შეიძლება თამაშის მოგება", - ამბობს ბუბა ბერიშილი, „მგზავრების" მთავარი მწვრთნელი.

არა მხოლოდ ამ მატჩში, არამედ მთლიანად, მიმდინარე გათამაშებაში, ფავორიტმა გუნდმა, მესამე პერიდოში სცადა ვითრების გამოსწორება.  ამ მონაკვეთში, დინამოელთა ათვლა ნოდო გოგოძემ დაიწყო. ათამაშდა ილია ლონდარიძე. შედეგად „დინამომ" რამდენიმე წუთში, ლევან გრძელიძის ზუსტი 3-ქულიანის შემდეგ, 13-ქულიანი სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა 53-51.   თუმცა, ამის შემდეგ, დინამოელთაგან მხოლოდ მიხეილ ბერიშვილმა მოახერხა 2 ქულა მიემატებინა გუნდის სათვალაშვი. აი, ბუბა ბერიშვილის „მგზავრებმა" კი კიდევ 5 ქულის აღება მოახერხეს და მიუხედავად იმისა, რომ მეოთხედი 16-24 დასთმეს, მესამე მეოთხედის შემდეგაც, გუნდი, 58-53 უგებდა „დინამოს".

დაძაბული გამოდგა ბოლო, მეოთხე მეოთხედიც. ირაკლი ხოშტარიას გუნდი, მაქსიმალურად შეეცადა ვითარების გამოსწორებას, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დამთვრებამდე 5 წუთით ადრე, „მგზავრები" წინ 10-ქულიანი უპირატესობით იყვნენ წინ, 2:50 წთ-ით ადრე, „დინამომ", ლაველ ბოიდის 3-ქულიანის შემდეგ, ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა. თუმცა, ჩემპიონებმა, მეტი ვეღარ შესძლეს.

„მგზავრებმა", ღირსეულად ითამაშეს. თითქმის ყველა კომპონენტში გვაჯობეს. გვქონდა, გარკვეული პრობლემები შემადგენლობის მხრივ, თუმცა ეს არ გვამართლებს. მთელი სეზონი წინაა, ეს მხოლოდ რიგითი თამაში იყო, რომელიც წავაგეთ. ახლა, შემდეგი თამაშისთვის მოვემზადებით. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ეს შედეგი არ არის კატასტროფა. თუმცა, აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ დღევანდელი თამაშის ხარისხზე და გამოვასწოროთ", - ამბობს ირაკლი ხოშტარია, დინამოელთა მთავარი მწვრთნელი.

ხოშტარიას გუნდს, თამაშის ხარისხზე საფიქრელად, დრო მხოლოდ მომდევნო მატჩამდე აქვთ, რომელსაც „დინამო" 12 იანვარს, ბათუმში გამართავს. ფაქტია, რომ დღესაც და 30 დეკემბერსაც „სოხუმის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო მატჩში (რომელიც „დინამომ" მოიგო), ჩემპიონი მისთვის უჩვეულოდ უნიათოდ  გამოიყურება. დღეს კი, „დინამომ" ეს თამაში 7 ქულით, 75-68 წააგო „მგზავრებთან", რომლებმაც თავის მხრივ, ამ გამარჯვებით, აქტივში მეოთხე მოგება ჩაიწერეს. გამარჯვებულთაგან 20 ქულით და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ავთანდილ ლომინაშვილი. 16-16 ქულა დააგროვეს ადრიან ბოუიმ და კახა ჯინჭარაძემ, ხოლო ბერნარდ ნკალის ანგარიშზე 11 ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა. „დინამოში" 18 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე. ამ დღეს, 10 ქულიან ზღვარს, დინამოელთაგან ლონდარიძის გარდა, მხოლოდ ლევან ფაცაციამ გადააბიჯა, რომლის ანგარიშზეც 11 ქულაა. (იხილეთ სტატისტიკა

***


დაძაბული გამოდგა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, სუპერლიგის მეორე კალენდარული შეხვედრაც. ტრადიციული მეტოქეები „კაკტუსი" და „რუსთავი" სატურნირო ცრხილში „მეზობლად" იყვნენ. ამდენად, გუნდების დაპირისპირებას პრინციპული ხასიათი ჰქონდა.  ამ პრინციპულობიდან გამომდინარეობდა მატჩის საბოლოო, საკმაოდ მწირქულიანი ანგარიში. როგორც ჩანს, საახალწლო დღესასწარულების შემდეგ, ორივე გუნდი დაცვაზე უფრო ზრუნავდა, ვიდრე სიზუსტეზე შეტევაში. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ თბილისელთა რიგებში ლეგიონერი ტერიკ ბრიჯმენის დამატების შემდეგ, „კაკტუსმა" უფრო დამაჯერებლად დაიწყო თამაში.

სწორედ ბრიჯმენი იყო დღევანდელი მატჩის, ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელმაც მოედანზე, კიდევ ერთ თანაგუნდელ ლეგიონერთან, დეანდრე პარკსთან ერთად ყველაზე მეტი დრო, 35 წუთი გაატარა და საბოლოოდ, კაკტუსელთა შორისაც 15 ქულითა და 11 მოხსნით ყველაზე შედეგიანი იყო.  

„ ტრადიციულად, „რუსთავი", კარგი გუნდია. ვემზადებოდით ამ თამაშისთვის. ვთვლი, რომ უპირველესად, კარგად დაცვაში ვითამაშეთ. ჩვენი წარმატებაც,  ამან განაპირობა. შეცდომები გვქონდა შეტევაში და ვეცდებით, სამომავლოდ ეს კომპონენტი გამოვასწოროთ", - ამბობს არჩილ ჟღენტი, „კაკტუსის" მთავარი მწვრთნელი.

შეიძლება ითქვას, რომ მთელი მატჩის მანძილზე, რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილი „რუსთავი",  მდევრის როლში იყო. მესამე პერიოდში კაკტუსელები 10 ქულითაც კი დაწინაურდნენ.  თუმცა, მეოთხე მეოთხედში რუსთაველებმა, ანგარიშის 2 ქულამდე შემცირება მოახერხეს ჯერ 59-57, ბოლოს, 63-61. მატჩის ბოლო მეოთხედის დასრულებამდე კი მხოლოდ 13 წამი იყო დარჩენილი. დავით ლომიძემ 2-დან მხოლოდ ერთი საჯარიმოს სროლა მოახერხა ზუსტად და „კაკტუსი" 3 ქულით 64-61 დაწინაურდა. დარჩენილ დროში კი „რუსთავის" ლეგიონერებმა, ტაირელ ნელსონმა, შემდეგ კი ადამ ბლეიზეკმა, ვერ მოახერხეს პერიმეტრიდან ზუსტად სროლები, რაც გუნდისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. „კაკტუსმა" მნიშვნელოვანი მატჩი, 3 ქულით მოიგო.  

„დაცვაში ნორმალურად ვითამაშეთ, მაგრამ შეტევა ძალიან ცუდი გვქონდა, სროლები არ წაგვივიდა და შესაბამისად, წავაგეთ", - ამბობს რამაზ გოგობერიშვილი, „რუსთავის" მთავარი მწვრთნელი, მატჩის დასრულების შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველთა სამწვერთნელო შტაბში თვლიან, „კაკტუსთან" სროლები არ წაუვიდათ, ორივე გუნდში ყველაზე მეტი ქულა, სწორედ რუსთაველი ტაირელ ნელსონის ანგარიშზეა. მან 24 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა საბოლოოდ. 14 ქულა ადამ ბლეიზეკმა, ხოლო პოლ კუპერმა პირად ანგარიშზე ორმაგი დუბლი - 10 ქულა და 17 მოხსნა ჩაიწერა.

"კაკტუსში" საუკეთესო, როგორც ავღნიშნეთ, ტერიკ ბრიჯმენი იყო. 15 ქულაა დეანდრე პარკსის ანგარიშზე. 10 ქულა და 10 მოხსნა გიორგი ტურძელაძის სათვალაშვია. სხვათა შორის, აღასანიშნავია, ტურძელაძის თამაში ბოლო მეოთხედში, რომელმაც კონკრეტულ მომენტში საკუთარ თავზე აიღო თამაში. (იხილეთ სტატისტიკა)

***

ხვალ, 9 იანვარს, საქართველოს სუპერლიგის მორიგი მატჩი ბათუმში გაიმართება. 18:30 „ბათუმი" - „მარნეული დელტას" უმასპინძლებს.


კალათბურთის ფედერაციის ფოტო-მასალა