
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მორიგ ტურნირზე ასპარეზობს. საქართველოს ნომერმა პირველმა ჩოგანმა, ამჯერად, ტორონტოს მასტერსის პირველ წრეში, ტურნირზე, მე-12 ნომრად განთესილი ავსტრალიელი ალექს დე მინორი ორ სეტში 1-6, 1-6 დაამარცხა და გათამასების მომდევნო ეტაპზე გავიდა.
მატჩის სტატისტიკა
ჩოგბურთის მოყვარულებს ემახსობათ, რომ წელს, ანტალიის ტურნირზე ჩვენიანი 2 სეტში დაამარცხა და ასპარეზობას გამოთიშა, თუმცა, ამჯერად, ბასილაშვილმა 57 წუთში, რევანშის აღება მოახერხა და ახლა, 1/8 ფინალში, მსოფლიოს მე-13 ჩოგანს, პოლონელ ჰუბერტ ჰურკაშის დაუპირისპურდება.
აღსანიშნავი, რომ ჩოგბურთელები ამ მომენტამდე, ერთამენთს არ შეხვედრიან, ასე, რომ ბასილაშვილისა და ჰუკრაშის დაპირისპირებები ათვლას 2021 წლის 12 აგვისტოდან დაიწყებს.
ფოტო: tennismajors.com





ჩვენ








