ეროვნული ლიგის თამაშები 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე არ ჩატარდება!
ეროვნული ლიგის თამაშები 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე არ ჩატარდება!
12.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა:


"ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენციის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 


ახალი შეზღუდვების შესაბამისად, 14 აგვისტოდან სფფ-ის ეგიდით გასამართი ყველა ჩემპიონატი დროებით შეჩერდება. დადგენილების თანახმად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველა ლიგა 4 სექტემბრიდან განახლდება. ტურნირების განახლებული კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.


13 აგვისტოს, დაგეგმილი კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მატჩები შეუფერხებლად გაიმართება" - ნათქვამია სფფ-ს განცხადებაში.


ამ განცხადებამდე, რამდენიმე საათით ადრე, გავრცელდა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, სრულად შეიზღუდა ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები.


ამ ეტაპისთვის უცნობია, რა ბედი ელის საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სექტემბერში დაგეგმილ მატჩს და რა პირობებში ცატარდება ის.