
საქართველოს ქალთა ლიგა 2-ში დღეს, მეცხრე ტურის, მხოლოდ ორი შეხვედრა ჩატარდა.
თბილისში, გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა, სოხუმის „დინამომ", ანგარიშით 4-1 ამბროლაურის „რაჭა 2020" დაამარცხა. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში მასპინძელთა უპირატესობით გაიმართა და ანგარიშიც დინამოელებმა, მე-14 წუთზე, ნუცა სირაძის გოლით გახსნეს. ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე ელენე გაზდელიანმა ანგარიში ორამდე გაზარდა. თავად, ელენემ, 88-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა. თუმცა, მანამდე, სოხუმელთაგან, 62-ე წუთზე ელენე ომიაძემ და 79-ე წუთზე რაჭველთაგან კესო მეტონიძემ გოლები გაცვალეს. მე-9 ტურის შემდეგ, სოხუმის „დინამო" კვლავ, ქულების მაქსიმუმით ლიდერობს.
უხვგოლიანი გამოდგა მატჩი საჩხერეშიც, სადაც „ქარიშხალამ", ანგარიშით 6-2, „ბახტრიონი" დაამარცხა. შეხვედრაში, მასპინძლებმა ანგარიში მე-2 წუთზე, სწრაფი გოლით გახსნეს. მისმა ავტორმა, მარიამ შეყლაშვილმა, საერთო ჯამში, ჰეთ-თრიკის შესრულებაც მოახერხა, თუმცა, პირველი ტაიმი საყაიმო ანგარიშით, 1-1 დასრულდა. ტაიმის მიწურულს ახმეტელთაგან, მარიამ ცისკარიშვილმა აღადგინა წონასწორობა. მეორე ტაიმში, შეყლაშვილის გარდა, გოლები ქრისტინე ცარციძემ (66', 81') და დიანა ღამბაშიძემ (70'), სტუმართაგან კი, კიდევ ერთხელ, მარიამ ცისკარიშვილმა მოახერხეს „ქარიშხალას" კარის აღება.
ამ ტურის ორი შეხვედრა, "ფენიქსსა" და "ივერიას", ასევე, „ზარზმასა" და „დიდგორს" შორის გადაიდო და მოგვიანებით ჩატარდება.
გათამაშების სატურნირო ცხრილი და კალენდარი იხილეთ ბმულზე.
აქვე გაცნობებთ, რომ ქალთა ლიგა 2-ის მომდევნო ტურის შეხვედრები, გაიმართება 4 სექტემბრის შემდეგ.
სოხუმის "დინამოს" ფოტო





ჩვენ








