
უეფა-ს კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი, ბათუმის „დინამომ" თურქულ ქალაქ სივასში ფრედ ითამაშა ადგილობრივი „სივასფორთან" 1-1, თუმცა, ორი შეხვედრის ჯამში, ის გათამაშებას გამოეთიშა.
საკმაოდ დაძაბული მატჩის პირველი ნახევარი, მასპინძელთა მცირედი უპირატესობით, თუმცა, თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ბათუმელებმა, სივასელებს ბურთი, ტამის მიწურულს „დაუთმეს", მაგრამ ეს მონაკვეთი მშრალად, ფრედ, 0-0 დასრულდა.
ანალოგიური სცენარით წარიმართა შეხვედრის მეორე ნახევარიც, სადაც ბათუმელთა კარის მცველს, მიხეილ ალავიძეს უნდა უმადლოდნენ ბათუმელები, რომ აჭარული კარის ბადეში, ბურთი არ გასულა. დინამოელთა შეტევები კი, შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ფანცულაიამ უფრო გაამწვავა. ჯერ, 63-ე წუთზე მისი დარტყმულისგან სივასელები ძელმა იხსნა, 77-ე წუთზე კი, ძალზედ ეფექტურ ფლანგურ შეტევას და ბენჯამენ ტეიდის გამოზომილ გადაცემას, გიორგი ფანცულას მეტად საჭირო გოლი მოჰყვა, 0-1. ამ და ორი შეხვედრის ჯამში დაფიქსირებული ანგარიშით (2-2), შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა.
„ჩვენ ვერ შევაფასეთ ბევრი რამ ან არ გაგვიმართლა. მაგრამ გოლის შემდეგ თამაშიდან არ გამოვთიშულვართ. გოლის გაშვების შემდეგ, ეფექტურად ვითამაშეთ, წაგებას არ შევეგუეთ და დიდი ძალებით შევუტიეთ. ამ დროს ჩვენი თამაშის სისტემა შეცვალეთ", - ამბობს თამაშის მერე რიზა ჩალიმბეი.
აქ კი, მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს და სივასელთა ესპანელმა ნახევარმცველმა, ფელიქ იორგემ 109-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო, რითაც მისი გუნდი ორი შეხვედრის ჯამში კვლავ ერთი ბურთით დაწინაურდა (3-2) და თურქებს, თამაშის ბოლომდე მშვიდად მიყვანის შანსი მისცა. ფატქია, რომ შეხვედრის ამ მონაკვეთში, მასპინძლები, უფრო მშვიდად „გააგორეს" ბურთი და ალავიძეც რამდენჯერმე ჩართეს საქმეში.
ასეა თუ ისე, ბათუმის „დინამოც" სხვა ქართული გუნდების მსგავსად, გათამაშებას გამოეთიშა.
აქვე, შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ე.წ. ჩემპიონთა ლიგის გზით, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის „დინამო თბილისის" დამმარცხებელი გუნდები ბაქოს „ნეფთჩიცა" და ჰაიფას „მაქაბიც" უეფა-ს კონფერენს ლიგის ფლეი-ოფში არიან და შესაბამისად, ჯგუფურ ეტაპზე გასვლის დიდი შანსი აქვთ. თუმცა, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ამ ორიდან, მხოლოდ ერთი იასპარეზებს, ვინაიდან, ფლეი-ოფში, სწორედ ეს გუნდები დაწყვილდნენ ერთმანეთთან.
ფოტო: @Sivasspor





ჩვენ








