
საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატის ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე, 2018 წლის სეზონს „დინამო თბილისში" ითამაშებს. საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან ხელშეკრულებას 23 წლის ფეხბურთელმა რამდენიმე დღეა მოაწერა ხელი. 201
„დინამოში" ერთწლიანი იჯარის წესით ვითამაშებ, რაც ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია, რადგან, ყველამ იცის, რომ „დინამო", თავისი ისტორიით, საქართველოში უდიდესი კლუბია. ასევე, უმაღლეს დონეზე აქვს ინფრასტრუქტურა, რაც ფეხბურთისთვის და ფეხბურთელისთვის ბევრს ნიშნავს. ასე, რომ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდში თამაში ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა და ასევე ორმაგად საპასუხისმგებლო. თუმცა, ყველაფრისთვის მზად ვარ, მზად ვარ, ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობები წარმოვაჩინო და გუნდის წარმატებაში წვლილი შევიტანო", - ამბობს tsff.ge -სთან საუბარში ბუდუ ზივზივაძე.
დანიური „ეისბერგის" თავდამსხმელმა, რომელმაც კლუბთან ორწლინახევრიან ხელშეკრულებას 2017 წლის იანვარში მოაწერა ხელი, დანიურ პირველობაზე მინდორზე 11-ჯერ გამოვიდა. ხვალიდან, კი ბუდუ ზივზივაძე „დინამო თბილისის" ახალ შეკრებას მისთვის ნაცნობ კლუბში, ამჯერად, „იჯარის წეისთ" დაიწყებს.
რაც შეეხება „დინამო თბილისს" ახალი სეზონის წინ, გუნდიდან რიგი ფეხბურთელების წასვლის შემდეგ, გუნდმა ამ ეტაპზე ოფიციალურად ბუდუ ზივიზივაძე და გიორგი ივანიშვილი დაიმატა. ხვალიდან გუნდთან ერთად ვარჯიშს 5 ახალი ლეგიონერი დაიწყებს, თუმცა თუ რომელი მათგანი გაივლის საბოლოოდ სინჯებს და გახდება „დინამო თბილისის" წევრი, მოგვიანებით გაირკვევა.





ჩვენ








