„დინამო თბილისში“ მადრიდის რეალის აღზრდილი მეკარე ითამაშებს
„დინამო თბილისში“ მადრიდის რეალის აღზრდილი მეკარე ითამაშებს
13.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა" მეკარე დაიმატა. ელიგის განახლების შემდეგ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის კარს, დიდი ალბათობით, 27 წლის ესპანელი ანდრეს პრიეტო დაიცავს. ფეხბურთელმა, თბილისურ კლუბთან ურთიერთობა დღეს საღამოს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გააფორმა.


მორიგი ესპანელის და მორიგი ესპანელი მეკარის კონტრაქტი, თბილისურ კლუბთან არ არის ხანმოკლე და ის, 2023 წლის ბოლომდე იქნება მოქმედი. მადრიდის „რეალის" აღზრდილ მეკარესთან, რომელმაც ბოლო სეზონი ინგლისის ჩემპიონშიფში გაატარა, მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული კლუბი, როინ კვასხვაძემ დატოვა. ანდრესი, იყო ერთ-ერთი იმ მეკარეთაგან, რომლებთანაც „დინამო თბილისი" ფორს-მაჟორულ სიტუაციაში, ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.


საბოლოოდ, არჩევანი ესპანელზე შეჩერდა, თავად პრიეტომ კი, როგორც ჩანს, გადაწყვეტილების მიღებამდე, „დინამო თბილისის" სხვადახვა თაობის ესპანელ ფეხბურთელებსაც ჰკითხა აზრი. მათ შორის რეკომენდაციები, საქართველოს ჩემპიონთან დაკავშირებით, ჩისკოსგან და ვიქტორ მონხილისგანაც მოისმინა და კლუბში თამაშზე საბოლოო თანხმობა განაცხადა.



ანდრეა პრიეტო, ჩემპიონ გუნდში, პირველნომრიანი მაისურით ითამაშებს. ფეხბურთელი, ძალზედ კმაყოფილი დარჩა, როდესაც შეიტყო, რომ მას ყვითელი ფერის ფორმით მოუწევს უმეტესწილად ასპარეზობა. ფეხბურთელმა, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და პირველად, ინდივიდუალურად უკვე, ხვალ ივარჯიშებს. დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, კონტრაქტზე ხელმოსაწერად მისულ ესპანელს, დინამოელთა მეკარეების ერთ-ერთი მწვრთნელიც, გიორგი მაკასარაშვილიც დახვდა. ზეგიდან კი, ანდერსი გუნდთან პირველ ოფიციალურ ვაჯიშსაც გამართავს.


სხვათა შორის, ანდრესის მენეჯერი, რომლის დახმარებითაც წარმოებდა ქართულ კლუბთან მოლაპარაკებები, პიკეს და ლუკას ბასკესის მენეჯერიცაა. ესპანელი თბილისში, სწორედ მისი თანხლებით ჩამოვიდა.


თბილისში იმყოფებიან ანდრეს ოჯახის წევრებიც. მათ შორის, ფეხმძიმე მეუღლე, რომელიც ლუკას ბასკესის ცოლის დაა. ეს ისე, ყვითელი ამბების მოყვარულთათვის.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრიეტო მადრიდის „რეალის" აღზრდილი. ის სხვადასხვა დროს მადრიდის „რეალის" U19,  "მალაგას", "ლეგანესის" და "ესპანიოლის" რიგებში გამოდიოდა. მისი ბოლო კლუბი "ბირმინგემ სიტი" გახლდათ.