
„დინამო თბილისის აკადემიის" აღზრდილი გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ" დღეს, ლა ლიგაში ახალი სეზონის სადებიუტო მატჩი გამართა. „ხეტაფეს" წინააღმდეგ, შეხვდრა მოულოდნელად დაიწყო, ნაკლულ „ვალენსიასთან" ერთად, კი მამარდას, ფსიქოლოგიურად საკმაოდ მძიმე დებიუტი ელოდა. თუმცა, ქართველოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ამ ვითარებას თავი გაართვა და თან, უცხოლებეის მიმართ, სიტყვაძუნწი ესპანელების ქებაც დაიმსაურა და „ვალენსიის" გულშემატკივრის გულებიც მოინადრია. მამარდამ, კარი მშრალად შეინახა, მისმა გუნდმა 1-0 მოიგო და ახლა მეორე ტურის შეხვედრას, „გრანადაში", გიორგი მამარდაშვილისთვის ნაცნობ სტადიონზე გამართავს.
TSFF.Ge შეეცადა თამაშის შემდეგ გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებას. „კარგი იყო გახარებული ვარ იმედია კიდე მოვუმატებ!", - ამ ეტაპზე, მცირე კომენტარით შემოიფარგლა ქართველი და გვჯერა, რომ ის მართლა მოიმატებს და საბოლოოდ, გიორგი, საქართველოს ნაკრებს წაადგება.
![]() |
![]() |
თუმცა, ესპანურ პრესაში მის შესახებ საკმაოდ დაიწერა და ახლა, რამდენიმე შეფასებასაც შემოგთავაზებთ.
„გიორგი მამარდაშვილი, საქართველოდა. ჩაინიშნეთ ეს სახელი და მალე ისწავლეთ ამ გვარის წარმოთქმა. ბიჭი, აქ დასარჩენად არის. მან მოახერხა ესარგებლა, სილლესენისა და ჟაუმეს არყოფნით, რომლებსაც კლუბი არაფრით შეელეოდა და დადგა კარის მცველად.
მან თავი მოსამზადებელ პერიოდში წარმოაჩინა, მაგრამ სადებიუტო მატჩში, „მესტალიეზე", როდესაც ხდები გმირი და მთელი სტადიონი ტაშს გიკრავს, მას შემდეგ, რაც 92-ე წუთზე შეუძლებელი აიღო, ბევრ ღირსებაზე მიუთითებს. გიორგი გადაჭარბების გარეშე, მეკარეა. არაფერი უჩვეულო. კარის მცველი. მან მოიგერია რამდენიმე რთული მაღალი დარტყმა, მოიგერია ბურთი მუშტებით, რომელიც მიზანში მიდიოდა.
შემდეგ, იყო რამდენიმე ჩარევა მეორე ტაიმში. სამი თუ ოთხი მომენტი, რომელიც გულშემატკივარს არ გამორჩენია. ბოლო ბურთი კი, რომელიც მან მოიგერია, როდესაც მიჩელი უკვე გოლის აღნიშვნას აპირებდა, სტადიონიც დანებდა. როდესაც მსაჯმა დაუსტვინა, ის მიხვდა, რომ საოცნებო დებიუტი შედგა და მინდორზე დაემხო. თანაგუნდელები, მას ულოცავდნენ. და დაიმახსოვრეთ მა-მარ-და-შვილი" - წერს, marca.com.

„მამარდაშვილი ფილოსოფოსის გვარი იყო, ახლა ფეხბურთელისაცაა..." - ეს ერთ-ერთი ესპანური სტატიის სათაურია!
„მამარდაშვილმა მიიღო დოქტორის ხარისხი „მესტალიეზე" შეკრებული 10000 გულშემატკივრის თვალში. სათადარიგო გუნდში განწესებულ ქართველს, სილლესენისა და ჟაუმეს ტრავმების გამო, მას ორი მნიშვნელოვან მომენტში მოახერხა რეაგირება, განსაკუთრებით ერთში კატის რეფლექსი აჩევნა. ძელიც კი, მის მხარეს იყო" - ამას წერს, rtve.es.

ფაქტია, რომ მოსამზადებელ ეტაპზე ჩატარებული მატჩების შემდეგ, მამარდამ კიდევ ერთი გამოცდა წარმატებით ჩააბარა და გვჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
ფოტო: @valenciacf.com
მადლობას ვუხდით, თამარ აბულაძეს, ესპანურიდან თარგმანში აღმოჩენილი დახმარებისთვის





ჩვენ










