
საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. პარალელურად, დასასრულს მიუახლოვდა, ქალთა 17-წლამდე ნაკრების გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც თბილისი მასპინძლობს.
ჩრდილოთ მაკედონიაში, საქართველოს ვაჟთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მე-7 ადგილზე დაასრულა, ამასთან, ჩვენმა გუნდმა ჯგუფის ყველა შეხვედრა წააგო.
ევროპის ჩემპიონატის მესამე მატჩში, ჩვენი ვაჟთა ახალგაზრდული უკრაინელ თანატოლებთან ანგარიშით 25-32 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან 8 გოლი გაიტანა დავით ჟვანიამ, 7 გოლი იყო, აკაკი პატაშურის ანგარიშზე.
მატჩის სტატისტიკა

ჩვენი ნაკრები, იგივე ანგარიშით, 32-25 დამარცხდა, საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო შეხვედრაშიც, ამჯერად ბერძენ თანატოლებთან.
იხილეთ მაკედონიაში გამართული საკვალიფიკაციო ტურნირის სრული ინფორმაცია ბმულზე.
პარალელურად დასასრულს უახლოვდება, თბილისში მიმდინარე, ევროპის ჩემპიონატი 17-წლამდე გოგონათა შორის, რომელშიც, დაანონსებული 10-ის ნაცვლად, 9 გუნდი მონაწილეობდა. ბოლო მომენტში, შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩამოსვლა ისრაელმა გადაიფიქრა, რომელსაც კორონა ვირუსის პანდემიის გამო, 30 ივლისიდან საქართველო წითელ ზონაში ჰყავს შეყვანილი.
ამასობაში, თბილისში, მონაწილე გუნდებმა, ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა დაასრულეს. საქართველოს 17-წლამდე გოგონათა გუნდს, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, საბერძნეთთან, ტექნიკური მოგება 10-0 ჩაეწერა და ამის წყალობით, A ჯგუფში მე-4 ადგილი და შესაბამისად, 5-8 ადგილების მინი ტურნირში ასპარეზობის უფლება მიპოვა, სადაც B ჯგუფის მესამეადგილოსან იტალიას შეხვდა და 30-12 დამარცხდა. შესაბამისად, იტალიელებმა 5-6 ადგილებისთვის გააგრძელეს ბრძოლა, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები კი 7-8 ადგილებისთვის, ლუქსემბურგის ნაკრებს, 15 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 12:00 საათზე დაუპირისპირდება და ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხისთვისაც, რევანშის აღებას შეეცდება. შეგახსენებთ, რომ ჯგუფური შეხვედრა, ლუქსემბურგთან ჩვენმა გოგოებმა, დაძაბულ ბრძოლაში, 4 ბურთის სხვაობით წააგეს, 20-24.
ტურნირის სრული სტატისტიკა

აქვე, შეგახსენებთ, რომ პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვების მიუხედავად, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირები წესების დაცვით, დასრულდება.
ხელბურთის ფედერაციის ფოტოები





ჩვენ








