საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
14.08.2021
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

დღეს, გამთენიისას, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა, სადაც ფიბა-ს ჩელენჯერში მიიღებს მონაწილეობას. მოგეხსენებათ, კოვიდ-პანდემიის გამო არც წლეულს ტარდება ევროპის ჩემპიონატი A და B დივიზიონების პრინციპით და მათ ნაცვლად მცირეგუნდიანი ჩელენჯერები იმართება. საქართველოს ნაკრები, რომელსაც ირაკლი ტომარაძე და ნიკოლოზ ცინცაძე წვრთნიან, ბულგარეთში დაგეგმილ ჩელენჯერში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც გასული წლის შედეგებით რეიტინგით 19-25 ადგილებზე მყოფი გუნდები შეიკრიბნენ. 


ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 7 გუნდი შეიკრიბა, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველო 4-გუნდიან ჯგუფში მოხვდა უნგრეთთან, კვიპროსთან და სლოვაკეთთან ერთად. მეორე ჯგუფი უკრაინამ, შვეიცარიამ და პორტუგალიამ შეადგილეს. 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში გავა და გამარჯვებულის გამოსავლენად გააგრძელებს ბრძოლას, ჯგუფიდან ვერგასული გუნდები კი 5-7 ადგილებს გაითამაშებენ.


საქართველოს ნაკრებმა შეკრება ჯერ თბილისში, შემდეგ კი ხაშურში გაიარა. წარმოგიდგენთ ჩვენი გუნდის შემადგენლობას და ჯგუფური თამაშების განრიგს:


საბა სალაძე, ნიკოლოზ აბულაძე, გიორგი ბერუაშვილი, ანრი ბელთაძე, ალექსანდრე დაუშვილი, ილია ჭავჭანიძე, ლუკა გორგოძე, თენგო გოგიშვილი, ვაჩე გეგეშიძე, ლუკა ლომთაძე, შოთა მაჭავარიანი, ლუკა ალავიძე


თამაშების განრიგი:

საქართველო - სლოვაკეთი 16 აგვისტო, 21:00
კვიპროსი - საქართველო 17 აგვისტო, 18:00 
საქართველო - უნგრეთი 18 აგვისტო, 21:00