
„ზამთრის თასისის“ პირველი გამარჯვებული, საფეხბურთო კლუბი „გაგრა“, ტრადიციულ ტურნირზე ახალი გუნდით გამოდის. ახალი წლის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდში, რომელმაც 2017 წელს, ეროვნული ლიგა 2-დან, ეროვნული ლიგაში გადმოსვლა ვერ მოახერხა, ფეხბურთელებისთვის მოულოდნელად, რეორგანიზაცია ჩაატარა და მოთამაშეთა დიდი ნაწილი „დავით პეტრიაშვილის ზამთრის თასის“ გათამაშების წინ გუნდიდან დაითხოვა.
„8 იანვარს თბილისში გუნდის მთავარი მწვრთნელი დენის ხომუტოვი ჩამოვიდა და მისი გადაწყვეტილებით, მომავალ სეზონში, გასული წლის შემადგენლობიდან მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი დარჩება - თორნიკე გაფრინდაშვილი, მეკარე ვადიმ შევჩუკი რომელიც თბილისში დღეს ჩამოვა, გოჩა ცირდავა და ასევე მეკარე ლევან ისიანი. გუნდში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი ითამაშებს და ამასთანავე, ზირითადი ააქცენტი ახალგაზრდა 17-18 წლის ფეხბურთელებზე გაკეთდება. ანუ გუნდში გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ საკმაოდ ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელები შეავსებენ ჩვენი გუნდის რიგებს. გუნდმა ვარჯიში თემქაზე მდებარე, სპორტკომპლექს „შატილზე“ დღეს შეუდგა და ცხადია, „ზამთრის თასზე“ მხოლოდ მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. პირველი გათამაშების გამარჯვებულები ვართ და დიდი სურვილი გვაქვს, რომ წელსაც ღირსეულად გამოვიდეთ. თუ ვინ ითამაშებს „ზამთრის თასზე“, ეს უკვე დაზუსტებით 12 იანვარს გვეცოდინება. აქვე იმასაც დავამატებთ, რომ 16 იანვარს გუნდი პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და ჩვენი მეტოქე უმალღესლი ლიგის ბინადარი, გორის „დილა“ იქნება”- განაცხადა tsff.ge-სთან საუბარში მიხეილ აფხაზავამ, საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
„ზამთრის თასის“ რიგით მეორე გათამაშებაში „გაგრა“, „ა“ ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ტორპედო“, ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „რუსთავი“ და „თელავია“. ტურნირზე, მეორე დღე და „ა“ ჯგუფის პირველი თამაში, სწორედ „გაგრა“ გამართავს, რომელიც 13 იანვარს, 10:00 „რუსთავს“ დაუპირისპირდება.





ჩვენ








